Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - "ოქსფამი"
მთავარი
უცხოური კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
"ოქსფამი"
საქართველოში სურსათზე ცვალებადი ფასების სოციალური ზემოქმედების მონიტორინგი, 2012

საქართველოში სურსათზე ცვალებადი ფასების სოციალური ზემოქმედების მონიტორინგი, 2012

6 ოქტ 2012

„ოქსფამის“დაკვეთით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა  სურსათზე ფასების ცვლილების სოციალური ზემოქმედების გავლენის შესახებ დოკუმენტების ანალიზის, ჯგუფური დისკუსიების და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით. სულ განსაზღვრული იყო კვლევის სამი რაუნდი, რომელიც დაკავშირებული იყო მოსავლის აღება–დაბინავებასთან.

კვლევის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა შემდეგი საკითხების ანალიზი:

  •          რა ზეგავლენას ახდენს საკვებ პროდუქტებზე ფასების ცვლილება;
  •         რა ზეგავლენას ახდენს ფასების ცვლილება ქალების, მამაკაცების და ბავშვების კეთილდღეობაზე და როგორ ახერხებენ ისინი თავის გართმევას;
  •         რა ზეგავლენას ახდენს ფასების ცვლილება მცირე ფერმერების კეთილდღეობაზე;
  • რამდენად ეხმარება ადამიანებს კრიზისის  დაძლევაში სოციალური დაცვის ხელმისაწვდომი მექანიზები – ფორმალური (სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებული) და არაფორმალური;

მეორადი მონაცემების ანალიზი

მეორადი მონაცემების ანალიზი დაიწყო თვისებრივი კვლევის პარალელურად (კვლევის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის დროს). აღნიშნულმა მეთოდმა საშუალება მოგვცა მომხდარიყო არსებული მონაცემების (სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცემები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია, აღნიშნულ თემაზე ჩატარებული კვლევები და ანგარიშები, ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ა.შ.) სისტემატიზცია და ანალიზი. წყაროს წარმოადგენდა: გამოქვეყნებული ანგარიშები, სტატიები, წიგნები და ა.შ. ხოლო ანალიზის მეთოდი: სტრუქტურული და კონტენტ ანალიზი.

ჯგუფური დისკუსიები

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სულ 6 ჯგუფური დისკუსია თბილისსა და ორ რეგიონში –  კახეთსა და იმერეთში (აღნიშნული რეგიონები გამოირჩევა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების სიჭარბით (ე.ი. ოჯახები რომლეთაც მინიჭებული აქვთ 70 000–ზე ნაკლები ქულა, სოციალური მომსახურების სააგენტოს კრიტერიუმების მიხედვით)). ჯგუფები დაკომპლექტდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისა და მცირე ფერმერებისაგან. თითოეული ჯგუფი შედგებოდა 8 წევრისაგან. თბილისში მხოლოდ ღარიბ მოსახლეობასთან ჩატარდა ჯგუფური დისკუსია (1 მამაკაცების და 1 ქალების ჯგუფი). კახეთსა და იმერეთში ჩატარდა ორ–ორი ჯგუფური დისკუსია (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა (სოფლის და ქალაქის); მცირე ფერმერები).

სიღრმისეული ინტერვიუ:

ჩატარდა სულ 4 ინტერვიუ კახეთსა და იმერეთში მცირე ბიზნესის მფლობელებთან:  კახეთი – 2 ინტერვიუ; იმერეთი – 2 ინტერვიუ

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა (თბილისსა და რეგიონებში) შეირჩა ევროკავშირის მიერ აღიარებული მატერიალური დეპრივაციის საზომის მიხედვით (ინდივიდი შეიძლება ჩაითვალოს „ღარიბად“ თუ იგი აკმაყოფილებს 11 პუნქტიდან სულ მცირე 7–ს). აღნიშნული მეთოდის გარდა გამოყენებული იქნა მეორე კრიტერიუმი: მსოფლიო ბანკის კრიტერიუმის მიხედვით შინამეურნეობა შეიძლება კვლიფიცირდეს როგორც „ღარიბი“, თუ მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს ერთ სულზე 70 ლარზე ნაკლებ თანხას.

მცირე მეწარმეები და მცირე ბიზნესის მფლობელები შეირჩა „ ქართველ ფერმერთა კავშირის“ დახმარებით. აღნიშნულმა ორგანიზაციამ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ მიაწოდა მისი წევრების საკონტაქტო ინფორმაცია კახეთსა და იმერეთის რეგიონებში.

კვლევის ინსტრუმენტი  – ჯგუფური დისკუსიების გზამკვლევი (guideline) - შემუშავდა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსისა და ექსპერტის მიერ.