(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, ამერიკული კვლევითი ორგანზიაციის “ქლიარ ფათ სტრატეგის“ დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ განწყობების კვლევა.
რაოდენბორივი კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გმოყენებით გამოიკითხა საქართველოს მოსახლეობა (18 წლის და მეტი). პირისპირ ინტერვიუს მეთოდით სულ გამოიკითხა 2000 რესპონდენტი თბილისსა და რეგიონებში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი).
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა პლანშეტში, ODK-ს პროგრამაში ჩატვირთული კითხვარის მეშვეობით ჩაატარეს პირისპირ ინტერვიუები რესპონდენტებთან. მონაცემთა დამუშავების შემდეგ, მოზმადდა SPSS - ის მონაცემთა ბაზა და მიეწოდა დამკვეთ ორგანიზაციას.