(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, ამერიკული კვლევითი ორგანზიაციის “ქლიარ ფათ სტრატეგის“ დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო დამდეგი საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ განწყობების კვლევა.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა ფოკუს ჯგუფის (ჯგუფური დისკუსიის) მეთოდი. ჯამში ჩატარდა ექვსი ფოკუს ჯგუფი შემდეგ ქალაქებში - თბილიში, ზუგდიდსა და ბათუმში. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ:
რაოდენბორივი კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გმოყენებით გამოიკითხა საქართველოს მოსახლეობა (18 წლის და მეტი). პირისპირ ინტერვიუს მეთოდით სულ გამოიკითხა 1000 რესპონდენტი თბილისსა და რეგიონებში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი). შერჩევის ცდომილება იყო 3% (მთელი შერჩევისათვის).
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა პლანშეტში, ODK-ს პროგრამაში ჩატვირთული კითხვარის მეშვეობით ჩაატარეს პირისპირ ინტერვიუები რესპონდენტებთან. მონაცემთა დამუშავების შემდეგ, მოზმადდა SPSS - ის მონაცემთა ბაზა და მიეწოდა დამკვეთს.