Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი
მთავარი
უცხოური კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი
თბილისის ამომრჩეველთა განწყობების კვლევა თბილისის მერობის კანდიდატთა დებატების ჭრილში, 2010

თბილისის ამომრჩეველთა განწყობების კვლევა თბილისის მერობის კანდიდატთა დებატების ჭრილში, 2010

3 მაი 2010

2010 წლის აპრილში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დაკვეთით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა თბილისის ამომრჩეველთა განწყობების კვლევა, თბილისის მერობის კანდიდატთა დებატების შესახებ. კვლევა განხორციელდა ორი – თვისებრივი (ფოკუს ჯგუფები) და რაოდენობრივი (ონლაინ გამოკითხვა) – მეთოდის გამოყენებით. მერობის კანდიდატთა შორის დებატები შედგა 2010 წლის 8 მაისს. დებატების ამომრჩეველთა განწყობებზე გავლენის შესასწავლად, პირველ რიგში ჩატარდა ოთხი ფოკუს ჯგუფი. ფოკუს ჯგუფების ყველა მონაწილე (32 მონაწილე) მოწვეულ იქნა სოციალური კვლევისა და ანალიზის ოფისში, სადაც ისინი თვალს ადევნებდნენ სატელევიზიო დებატების მსვლელობას. დებატების დასრულებისთანავე დაიწყო ჯგუფური დისკუსიები, რომლებსაც უძღვებოდა ოთხი მოდერატორი. ფოკუს ჯგუფები მიმდინარეობდა წინასწარ შექმნილი მოდერატორის სახელმძღვანელოს მიხედვით. ფოკუს ჯგუფების მიმდინარეობა ჩაიწერა აუდიო და ვიდეოს საშუალებით. მომდევნო ეტაპზე გაიშიფრა ჩაწერილი მონაცემები და შეიქმნა ქართულ და ინგლისურენოვანი დეტალური ტრანსკრიპტები.

მეორე ეტაპზე ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა. დებატების დასრულებისთანავე სოციალური კვლევისა და ანალიზის ვებ–გვერდზე აიტვირთა ონლაინ კითხვარი, რომელიც იყო სტრუქტურიზებული და ემსახურებოდა დებატების შესახებ მსმენელთა დამოკიდებულების შესწავლას. ონლაინ გამოკითხვა მიმდინარეობდა დებატების ჩატარებიდან ერთი კვირის განმავლობაში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით სამასმა რესპონდენტმა. შემდგომ ეტაპზე ონლაინ გამოკითხვის შედეგები დამუშავდა SPSS–ის პროგრამის მეშვეობით.