(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
პროექტის მიზანი იყო მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ (კერძოდ, კათოლიკე და პროტესტანტ) ქრისტიანთა, ასევე, მუსლიმთა რელიგიურ ღირებულებებს, მათი შრომის ეთიკასა და ეკონომიკურ ქცევას შორის ურთიერთმიმართების დადგენა.
ამ ვითარებაში აქტუალურია შემდეგი საკითხების კვლევა:
წარმოდგენილი პროექტი განხორციელდა თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის გზით. სოციოლოგიური კვლევა განხორციელდება შემთხვევის შესწავლის მეთოდოლოგიური მიდგომის ფარგლებში. ეს მიდგომა შემდეგი კონკრეტული მეთოდების კომბინირებულ გამოყენებას გულისხმობს: ლიტერატურის ანალიზი, ექსპერტული გამოკითხვა, ფოკუსჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები.
კვლევა ჩატარდა საქართველოს რეგიონების რურალურ და ურბანულ თემებში და მოიცვა შემდეგი ეტაპები: პირველი ეტაპი: ექსპერტული გამოკითხვა და მეორადი მონაცემების ანალიზი. კვლევის პირველ ეტაპზე მოხდა შრომის ეთიკის და ეკონომიკური ქცევის შესახებ საქართველოს მართლმადიდებლური და სხვა ქრისტიანული რელიგიების, აგრეთვე, მუსლიმთა დოქტრინალური პრინციპების დადგენა.
მეორე ეტაპი: საკვლევი თემატიკის ინდიკატორების განსაზღვრა (კვლევის ინსტრუმენტების დიზაინი. პროექტის მეორე ეტაპზე განისაზღვრა ის კოგნიტური კონსტრუქტები და მათი ინდიკატორები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ურბანული და რურალური თემების დამოკიდებულებას ეკონომიკური ქცევის და შრომის მიმართ.
პროექტის პირველ და მეორე ეტაპებზე განხორციელებული სამუშაოების შედეგს წარმოადგენდა ფოკუს ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდით საკვლევი თემატიკისზუსტი იდენტიფიკაცია. კერძოდ, მომზადდა თვისებრივი კვლევის ინსტუმენტები: გზამკვლევები ფოკუს ჯგუფებისთვის და ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარები ჩაღრმავებული ინტერვიუებისთვის.
მესამე ეტაპი: მოსამზადებელი სამუშაოები ფოკუს ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩასატარებლად. პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე შეირჩა კონკრეტული რეგიონები და თემები ფოკუს ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების განსახორციელებლად. რეგიონებისა და თემების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა რამდენიმე ფაქტორი: ეკონომიკური საქმიანობისტიპი; ის კულტურულ-ტრადიციული გარემო, რომელსაც თემი წარმოადგენს; სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტების აქტივობის ხარისხი თემში და ა. შ.
კვლევამ დაფარა შემდეგი რეგიონები და თემები:
პროექტის მესამე ეტაპზე განისაზღვრა, აგრეთვე, ფოკუს ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების რესპონდენტთა შემადგენლობა და განხორციელდაა მათი რეკრუტირება. ფოკუს ჯგუფების, ისევე როგორც ჩაღრმავებული ინტერვიუების რესპონდენტთა შერჩევისას მოხდა ისეთი სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორების გათვალიწინება, როგორიცაა რესპონდენტის რელიგიურობის დონე, სქესი, ასაკი, შემოსავალი და ა. შ.