Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - შვეიცარიის აკადემიური ქსელი კავკასიაში
მთავარი
უცხოური კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
შვეიცარიის აკადემიური ქსელი კავკასიაში
შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემებში, 2012

შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემებში, 2012

6 მაი 2012

პროექტის მიზანი იყო მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ (კერძოდ, კათოლიკე და პროტესტანტ) ქრისტიანთა, ასევე, მუსლიმთა რელიგიურ ღირებულებებს, მათი შრომის ეთიკასა და ეკონომიკურ ქცევას შორის ურთიერთმიმართების დადგენა.

ამ ვითარებაში აქტუალურია შემდეგი საკითხების კვლევა:

  • არსებობს თუ არა მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნით მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მისაღები ეკონომიკური ქცევის მოდელის ექსპლიციტური დოქტრინის ფორმულირების მცდელობები? შესაბამისად, ქმნის თუ არა სხვა რელიგიური ინსტიტუტებს ეკონომიკური ქცევის ალტერნატიულ მოდელს და, თუ ქმნის, რამდენად ადაპტაციურია ის ქართული სოციუმისთვის, ანუ, ხომ არ იქცევა ეს მოდელი სოციალური დაძაბულობის წყაროდ თუნდაც ცალკეულ რეგიონებში თემებში?
  • რა გავლენას ახდენს სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტების ღირებულებები მორწმუნეთა რეალურ ეკონომიკურ ქცევაზე, განსაკუთრებით კი შრომისადმი დამოკიდებულებაზე?
  • არსებობს თუ არა კონფლიქტი, თუ, პირიქით, თანხმობა (თუნდაც, ლატენტური) საერო (პროფანულ) და საკრალურ ღირებულებებს შორის სწორედ შრომისადმი დამოკიდებულების (ზოგადად, ეკონომიკური ქცევის) კონტექსტში?
  • განსხვავდება თუ არა შრომისადმი დამოკიდებულების ასპექტში რურალური და ურბანული თემების მორწმუნეთა ატიტუდები და განწყობები?

წარმოდგენილი პროექტი განხორციელდა თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის გზით. სოციოლოგიური კვლევა განხორციელდება შემთხვევის შესწავლის მეთოდოლოგიური მიდგომის ფარგლებში. ეს მიდგომა შემდეგი კონკრეტული მეთოდების კომბინირებულ გამოყენებას გულისხმობს: ლიტერატურის ანალიზი, ექსპერტული გამოკითხვა, ფოკუსჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები.

კვლევა ჩატარდა საქართველოს რეგიონების რურალურ და ურბანულ თემებში და მოიცვა შემდეგი ეტაპები: პირველი ეტაპი: ექსპერტული გამოკითხვა და მეორადი მონაცემების ანალიზი. კვლევის პირველ ეტაპზე მოხდა შრომის ეთიკის და ეკონომიკური ქცევის შესახებ საქართველოს მართლმადიდებლური და სხვა ქრისტიანული რელიგიების, აგრეთვე, მუსლიმთა დოქტრინალური პრინციპების დადგენა.

მეორე ეტაპი: საკვლევი თემატიკის ინდიკატორების განსაზღვრა (კვლევის ინსტრუმენტების დიზაინი. პროექტის მეორე ეტაპზე განისაზღვრა ის კოგნიტური კონსტრუქტები და მათი ინდიკატორები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ურბანული და რურალური თემების დამოკიდებულებას ეკონომიკური ქცევის და შრომის მიმართ.

პროექტის პირველ და მეორე ეტაპებზე განხორციელებული სამუშაოების შედეგს წარმოადგენდა ფოკუს ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდით საკვლევი თემატიკისზუსტი იდენტიფიკაცია. კერძოდ, მომზადდა თვისებრივი კვლევის ინსტუმენტები: გზამკვლევები ფოკუს ჯგუფებისთვის და ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარები ჩაღრმავებული ინტერვიუებისთვის.

მესამე ეტაპი: მოსამზადებელი სამუშაოები ფოკუს ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩასატარებლად. პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე შეირჩა კონკრეტული რეგიონები და თემები ფოკუს ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების განსახორციელებლად. რეგიონებისა და თემების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა რამდენიმე ფაქტორი: ეკონომიკური საქმიანობისტიპი; ის კულტურულ-ტრადიციული გარემო, რომელსაც თემი წარმოადგენს; სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტების აქტივობის ხარისხი თემში და ა. შ.

კვლევამ დაფარა შემდეგი რეგიონები და თემები:

  • თბილისი (მართლმადიდებელთა, კათოლიკეთა და პროტესტანტთათემები);
  • აჭარა (მართლმადიდებელთა და მუსლიმთა თემები);
  • სამცხე-ჯავახეთი (მართლმადიდებელთა და კათოლიკეთათემები);
  • იმერეთი (მართლმადიდებელთა და პროტესტანტთა თემები);
  • შიდა ქართლი (იეჰოვას მოწმეთა თემი;

პროექტის მესამე ეტაპზე განისაზღვრა, აგრეთვე, ფოკუს ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების რესპონდენტთა შემადგენლობა და განხორციელდაა მათი რეკრუტირება. ფოკუს ჯგუფების, ისევე როგორც ჩაღრმავებული ინტერვიუების რესპონდენტთა შერჩევისას მოხდა ისეთი სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორების გათვალიწინება, როგორიცაა რესპონდენტის რელიგიურობის დონე, სქესი, ასაკი, შემოსავალი და ა. შ.