ანა პაპიაშვილი

მკვლევარი

ანა პაპიაშვილი არის სოციოლოგიის დოქტორანტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში აქვს მიღებული სოციოლოგიის ბაკალავრისა (2018 წ.) და მაგისტრის ხარისხი (2020 წ.). 2018 წლიდან, მუშაობს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში (ISSA) მკვლევარ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ამასთანავე, ანა არის პლატფორმა სოციალური დიალოგისთვის პროექტების მოწვეული ექსპერტი. მისი საქმიანობა ითვალისწინებს სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებისთვის სოციოლოგიური კვლევის მეთოდების შესავალი კურსის დიზაინის მომზადებასა და წაკითხვას. აგრეთვე, ამჟამად ანა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - სამაგისტრო საფეხურზე კითხულობს თვისებრივი კვლევის მეთოდების კურსს.

კვლევითი მიმართულებით ანას ინტერესთა სფეროს წარმოადგენს: სოციალური პასუხისმგებლობა (კონკრეტულად კი აკადემიურ სფეროში), განათლების პოლიტიკა (როგორც უმაღლეს, ისე საშუალო საფეხურზე არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების მიმართულებით), ახალგაზრდობის თემები და სხვა სოციალურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

ელ.ფოსტა: anukip@live.com