იაგო კაჭკაჭიშვილი

ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე
ექსპერტ-ანალიტიკოსი

სოციოლოგიის პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. როგორც მეცნიერი, ის მუშაობს აკადემიური და ემპირიული კვლევების მიმართულებით. თსუ-ში ი. კაჭკაჭიშვილი უძღვება მოდერნული და პოსტმოდერნული სოციალური თეორიების კურსებს, აგრეთვე, ასწავლის სოციალური კვლევის მეთოდების კურსს. „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ფარგლებში იგი ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს - როგორც კვლევითს, ისე საგანმანათლებლოს. კვლევითი პროექტები ეხება ბევრ სფეროს: დემოკრატიის პრობლემები და პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა და ეთნიკურობა, სოციალური დაცვა და ინკლუზია, დევიაცია და სოციალური წესრიგი, აივ/შიდსი, ნარკომანია და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვ. იაგო კაჭკაჭიშვილის მთავარი ფუნქცია კვლევებში, მათი ხელმძღვანელობის გარდა, მოიცავს კვლევის ინსტრუმენტების (კითხვარები, სადისკუსიო გეგმები და სხვ.) დიზაინს და მონაცემთა ანალიზს. მას აქვს, აგრეთვე, ფოკუს-ჯგუფების მოდერაციის და ჩაღრმავებული ინტერვიუების სხვადასხვა სახეების ჩატარების მდიდარი გამოცდილება. იაგო კაჭკაჭიშვილი არის თანარედაქტორი საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალისა „სოციალური პოლიტიკა და სოციალური მუშაობა გარდამავალ პერიოდში“, რომელიც იბეჭდება ინგლისურ ენაზე. იაგო კაჭკაჭიშვილი არის 6 წიგნის და 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი (თანაავტორი), რომელთა ნაწილი დაბეჭდილია საერთაშორისო გამოცემებში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ელ.ფოსტა: iagok@yahoo.com; iago@issa-georgia.com