(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ 2016 წლის ივნისში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა კვლევა: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობის მზაობა და წინასაარჩევნო ატიტუდები“.
კვლევის ტიპი: მასობრივი (რაოდენობრივი) გამოკითხვა;
კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ;
შერჩევის ჩარჩო: საქართველოს საარჩევნო ასაკის (18 წლის და მეტი) მოსახლეობა
შერჩევის ზომა: 1500 რესპონდენტი;
შერჩევის ტიპი: სამსაფეხურიანი სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევა:
კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია: ა) საქართველოს მოსახლეობის; ბ) ქ. თბილისის გაერთიანებული რაიონების; გ) სხვადასხვა დემოგრაფიული მაჩვენებლების (სქესი, ასაკი, განათლება და სხვ.) მიხედვით;
ცდომილება მთელი შერჩევისთვის შეადგენს პლუს-მინუს 2.5%-ს
რესპონდენტთა გამოკითხვა მოხდა ოჯახებში; რესპონდენტები შეირჩნენ შემთხვევითი წესით (კიშის ცხრილის გამოყენებით).
მონაცემების დამუშავება მოხდა სოციალურ კვლევათა სტატისტიკური პროგრამის (SPSS) ბაზაზე. თავდაპირველად მოხდა მონაცემების გაწმენდა და შეწონვა, ხოლო შემდეგ მონაცემთა დამუშავება განხორციელდა ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ერთგანზომილებიანი სიხშირული განაწილება, ცენტრალური ტენდენციის საზომები, კორელაციური ანალიზი, და სხვა.