Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უცხოელ ვიზიტორთა დანახარჯების კვლევა (2016)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უცხოელ ვიზიტორთა დანახარჯების კვლევა (2016)

30 დეკ 2016

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტნის  მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვების ტენდერში გამარჯვების შედეგად,  "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უცხოელ ივიზიტორთა დანახარჯების შესწავლა.

სამიზნე ჯგუფი - 15 წლის და უფროსი ასაკის უცხოელი ვიზიტორები, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოიკითხნენ საზღვრის კვეთისას ვიზიტის დასრულების შემდეგ. ინტერვიუები ჩატარდა ოთხ - ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე. კითხვარები "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს" მიაწოდა დამკვეთმა ორგანიზაციამ.

კვლევის პერიოდი განისაზღვრა 1 წლით, (იანვარ - დეკემბერი 2016 წ) და დაიყო ოთხ ეტაპად:

  • იანვარი - მარტი (3 თვე)
  • აპრილი - ივნისი (3 თვე)
  • ივლისი - სექტემბერი (3 თვე)
  • ოქტომბერი - დეკემბერი (3 თვე)

გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს 14 სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

პირველი ტალღის (იანვარ-მარტი) საწყის ეტაპზე ინსტიტუტმა იხელმძღვანელა შემსყიდველის მიერ მიწოდებული/განსაზღვრული შერჩევით, ხოლო შემდეგ ეტაპებზე ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 2015  წლის საზღვრის კვეთის მონაცემების გამოქვეყნებისთანავე და შემსყიდველთან შეთანხმებით მოახდინა შერჩევის კორექტირება.

ჯამში, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხა 3600 უცხოელი ვიზიტორი.  

მონაცემთა შეტანის, გაწმენდისა და კომპიუტერული დამუშავებისათვის გამოყენებული იქნა სტატისტიკური პაკეტი სოციალური მეცნიერებებისათვის (SPSS). გამოკვლევის შედეგების პოპულაციაზე განზოგადების მიზნით განხორციელდა მონაცემების შეწონვა.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი ყოველი ეტაპის ბოლოს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს აწვდიდა შეწონილ, რეპრეზენტატულ მონაცემთა ბაზას (SPSS), რომლის გამოყენება შესაძლებელი იყო ანალიზისათვის მისი შემდგომი დამუშავებისა და კორექტირების გარეშე.