(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს (მაუწყებლობის) შინაარსის საზოგადოების მოთხოვნილებებთან, ინტერესებთან და ღირებულებებთან ადეკვატურობის განსაზღვრა.
კვლევის ამოცანებია:
აღნიშნული მიზნის რეალიზაციისათვის გამოყენებულ იქნა სოციოლოგიური კვლევის რაოდენობრივი ტიპი, კერძოდ, მასობრივი გამოკითხვა.
რაოდენობრივი კვლევა განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე ქ.ოზურგეთის და ქ. ფოთის მასშტაბით.
კვლევის გენერალური ერთობლიობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ.ოზურგეთის და ქ.ფოთის მოსახლეობა (18 წლის და ზემოთ)
კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
კვლევის ინსტრუმენტი: კითხვარი, რომელიც მოიცავს ღია, დახურულ და ნახევრად დახურულ კითხვებს;
შერჩევის მოცულობა: 600 რესპონდენტი
შერჩევის მოდელი: მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული (კლასტერული) შერჩევა. შერჩევის ეს მოდელი გამოირჩევა კვლევაში გეოგრაფიული და დემოგრაფიული მახასიათებლების რეპრეზენტატულობით.
შერჩევის ბაზა: საქართველოს ამომრჩეველთა სიები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
კითხვარის საბოლოო დიზანის შემდეგ, განხორციელდა სუპერვაიზორის და ინტერვიუერების (სულ 13 ინტერვიუერი) ტრენინგი.
საველე სამუშაოები 6 დღის განმავლობაში გრძელდებოდა (2014 წლის 25-31 ივლისი). თითოეული ინტერვიუერი პასუხისმგებელი იყო დაახლოებით, 40 ინტერვიუს ჩატარებაზე. თითოეულმა ინტერვიუმ, საშუალოდ, 30-35 წუთი გასტანა.
თავდაპირველად მოხდა საველე სამუშაოების შედეგად შევსებული კითხვარების კოდირება და ფორმალიზაცია. შემდეგ - მონაცემების კომპიუტერში შეტანა. ფაილის “გაწმენდის” შემდეგ, მონაცემები დამუშავდა SPSS კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში (13.0 ვერსია). მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისას გამოყენებული იქნა უნივარიაციაული, ბივარიაციული და მულტივარიაციული ანალიზის მეთოდები.