Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული ატიტუდების შესწავლა, 2013

ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული ატიტუდების შესწავლა, 2013

6 ნოე 2013

იუსტიციის სახლის დაკვეთით, “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო კვლევის ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების/განწყობების კვლევა. 

კვლევის ძირითად ამოცანებს შეადგენდა:

  • ახალი პირადობის მოწმობის მიმართ არსებული პოზიტიური და ნეგატიური დამოკიდებულებების იდენტიფიცირება;
  • არსებული დამოკიდებულებების გამომწვევი მიზეზების კვლევა;
  • ახალი პირადობის მოწმობის აღების მოტივატორების და დემოტივატორების იდენტიფიცირება;
  • ახალ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული პრეფერენციების კვლევა;
  • ახალი პირადობის მოწმობის იმიჯის ფორმირებაზე გავლენის მქონე სეგმენტის იდენტიფიცირება (საზოგადოებრივი აზრის ლიდერების იდენტიფიცირება)
  • ახალი პირადობის მოწმობის საკომუნიკაციო აქტივობებისთის ეფექტური ფორმალური და არაფორმალური საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა.

კვლევა მოიცავდა რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს.

კვლევის გენერალური ერთობლიობა: საქართველოს მოსახლეობა (16 წლის და მეტი)

გამოკვლევის ტიპი: ეროვნული შერჩევის რაოდენობრივი კვლევა

კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ

კვლევის ინსტრუმენტი: კითხვარი

შერჩევის მოცულობა:    2010 რესპონდენტი

 

შერჩევის მთელი მოცულობა, თავის მხრივ, გადნაწილდა ორ კატეგორიაზე: 

  • 1-ლი კატეგორია: მოქალაქეები, ვინც, ამ ეტაპზე, ფლობს ახალ პირადობის მოწმობას (სულ 323 რესპონდენტი); 
  • მე-2  კატეგორია: მოქალქეები, ვინც, ამ ეტაპზე, არ ფლობს ახალ პირადობის მოწმობას (სულ 1687 რესპონდენტი);

თავის მხრივ, შერჩევის მეორე კატეგორია (მოქალაქეები, ვინც, იმ ეტაპზე, არ ფლობდა ახალ პირადობის მოწმობას) გადანაწილდა 2  ქვეკატეგორიად: მოქალაქეები, ვინც არ ფლობს ახალ პირადობის მოწმობას, მაგრამ არ გამორიცხავს მის აღებას (1210 რესპონდენტი); მოქალაქეები, ვინც არ ფლობს ახალ პირადობის მოწმობას და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის აღებას (477 რესპონდენტი)

შერჩევის დიზაინიმრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული (კლასტერული) შერჩევა. აღნიშნული კვლევისათვის შერჩევის მოცულობები დასახელებული კატეგორიებისათვის განაწილდა თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონს შორის ისეთი პროპორციით, რომელიც უზრუნველყოფს შერჩევის ცდომილების მეტ-ნაკლებად თანაბარ მნიშვნელობებს.

მონაცემების დამუშავება: თავდაპირველად მოხდა საველე სამუშაოების შედეგად შევსებული კითხვარების კოდირება და ფორმალიზაცია. შემდეგ განხორციელდა მონაცემების კომპიუტერში შეტანა. ფაილის “გაწმენდის” შემდეგ, მონაცემები დამუშავდა SPSS კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში. დამუშავებისა და ანალიზისას გამოყენებული იქნა უნივარიაციაული, ბივარიაციული და მულტივარიაციული ანალიზის ისეთი მეთოდები, როგორიცაა სიხშირული (ერთგანზომილებიანი) განაწილება, ცენტრალური ტენდენციის მაჩვენებლები, კორელაციური ანალიზი, რეგრესია და სხვ.

თვისებრივი კვლევა განხორციელდა ფოკუს-ჯგუფის (ჯგუფური დისკუსიის) მეთოდის გამოყენებით.

ფოკუს ჯგუფების მიზანი იყო

  • ჯგუფური დისკუსიების შედეგად გამოვლენილი ინფორმაციის საფუძველზე საკვლევი პრობლემის ინდიკატორების გამოვლენა;
  • რაოდენობრივი კვლევის შედეგების ექსპერტულ დონეზე სიღრმისეული შეფასება და მონაცემთა ინტრპრეტაცია;

ფოკუს ჯგუფებისთვის გამოყენებული იქნა  ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი (გაიდლაინი).

თვისებრივი კლვევის ფარგლებში სულ ჩატარდა 10 ჯგუფური დისკუსია შემდეგი შემადგენლობით:

  • სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები;
  • ექსპერტები: იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • თბილისი (3) ბათუმი (2) მარნეული (2) – ახალი პირადობის მოწმობის მფლობელები, მოწინააღმდეგეები, არამფლობელები (რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ახალი პირადობის მოწმობის აღებას);

ექსპერტთა ფოკუს ჯგუფი: კვლევის საბოლოო ეტაპზე. მოხდა რაოდენობრივი კვლევის შედეგების მათთვის გაცნობა, ექსპერტთა მხრიდან შემდგომი ინტერპრეტაციისათვის;