Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული ატიტუდების შესწავლა, 2014

ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული ატიტუდების შესწავლა, 2014

11 დეკ 2014

იუსტიციის სახლის დაკვეთით „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, 2014 წელს განმეორებით ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო კვლევის ახალი პირადობის მოწმობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების/განწყობების კვლევა. 

კვლევის ძირითად ამოცანებს შეადგენდა:

  • ახალი პირადობის მოწმობის მიმართ არსებული პოზიტიური და ნეგატიური დამოკიდებულებების იდენტიფიცირება;
  • არსებული დამოკიდებულებების გამომწვევი მიზეზების კვლევა;
  • ახალი პირადობის მოწმობის აღების მოტივატორების და დემოტივატორების იდენტიფიცირება;
  • ახალ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული პრეფერენციების კვლევა;
  • ახალი პირადობის მოწმობის იმიჯის ფორმირებაზე გავლენის მქონე სეგმენტის იდენტიფიცირება (საზოგადოებრივი აზრის ლიდერების იდენტიფიცირება)
  • ახალი პირადობის მოწმობის საკომუნიკაციო აქტივობებისთის ეფექტური ფორმალური და არაფორმალური საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა.

კვლევა მოიცავდა რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს.

კვლევის გენერალური ერთობლიობა: საქართველოს მოსახლეობა (16 წლის და მეტი)

გამოკვლევის ტიპი: ეროვნული შერჩევის რაოდენობრივი კვლევა

კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ

კვლევის ინსტრუმენტი: კითხვარი

შერჩევის მოცულობა:    2010 რესპონდენტი

შერჩევის მთელი მოცულობა, თავის მხრივ, გადნაწილდა ორ კატეგორიაზე: 

  • 1-ლი კატეგორია: მოქალაქეები, ვინც, ამ ეტაპზე, ფლობს ახალ პირადობის მოწმობას (სულ 323 რესპონდენტი); 
  • მე-2  კატეგორია: მოქალქეები, ვინც, ამ ეტაპზე, არ ფლობს ახალ პირადობის მოწმობას (სულ 1687 რესპონდენტი).