(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევა „ეროვნულ დონეზე გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება“ მიზნად ისახავდა ქვეყანაში გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებთან მიმართებით მოსახლეობის ცოდნის, ინფორმირებულობისა და განათლების დონის/ხარისხის შეფასებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კვლევის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი ამოცანები:
ზემოაღნიშნული მიზნისა და ამოცანების სრულყოფილად მისაღწევად/შესასწავლად გამოყენებული იქნა, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.
თვისებრივმა კვლევამ მოიცვა სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები. ჯამში ჩატარდა 7 ფოკუს-ჯგუფი და 15 სიღრმისეული ინტერვიუ. კვლევის აღნიშნული მეთოდების გამოყენებით, გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მხარეების (stakeholders) მოსაზრებების, დამოკიდებულებების შესწავლა და გაანალიზება განხორციელდა.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მოსახლეობა გამოიკითხა. გამოკითხვაში სულ 1500 რესპონდენტი მონაწილეობდა, რამაც უზრუნველყო ეროვნულ დონეზე (თბილისი და საქართველოს ყველა რეგიონი) სტატისტიკურად რეპრეზენტატული გამოკითხვა 2.5%-იანი ცდომილებით მთელი შერჩევისთვის.