Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC)
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC)
ეროვნულ დონეზე სატყეო სექტორის შესახებ ცნობიერების დონის შეფასება,2023

ეროვნულ დონეზე სატყეო სექტორის შესახებ ცნობიერების დონის შეფასება,2023

11 ივნ 2023

კვლევა მიზნად ისახავდა ეროვნულ დონეზე სატყეო სექტორის შესახებ ცნობიერების დონის შეფასებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კვლევის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი ამოცანები:

  • სატყეო განათლების, ტყეების მნიშვნელობის,  ტყით მდგრადი სარგებლობის, ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის შესახებ განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება საქართველოს მოსახლეობაში.
  • სატყეო სექტორში არსებული საკითხების/პრობლემების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების შესწავლა
  • ტყის გამოყენების (ტყით სარგებლობის)  მიმართულებით  საქართველოს მოსახლეობის ქცევითი პრაქტიკის ანალიზი.

კვლევის განხორციელების ეტაპები

კვლევის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, გამოვიყენეთ სოციოლოგიური კვლევის - როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები. თვისებრივი კვლევა წარიმართა ფოკუს ჯგუფების და სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით, ხოლო რაოდენობრივი კვლევა - პირისპირ (face-to face) ინტერვიუს მეთოდით. რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა საქართველოს 11-ვე რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. 

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფები და სიღრმისეული ინტერვიუები. 8 ფოკუს ჯგუფი და 15 სიღრმისეული ინტერვიუ, როგორც მოსახლეობასთან, ისე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. ფოკუს ჯგუფები და სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.