(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
იუსტიციის სახლის დაკვეთით, “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო კვლევის ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების/განწყობების კვლევა.
კვლევის ძირითად ამოცანებს შეადგენდა:
კვლევა მოიცავდა რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს.
კვლევის გენერალური ერთობლიობა: საქართველოს მოსახლეობა (16 წლის და მეტი)
გამოკვლევის ტიპი: ეროვნული შერჩევის რაოდენობრივი კვლევა
კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
კვლევის ინსტრუმენტი: კითხვარი
შერჩევის მოცულობა: 2010 რესპონდენტი
შერჩევის მთელი მოცულობა, თავის მხრივ, გადნაწილდა ორ კატეგორიაზე:
თავის მხრივ, შერჩევის მეორე კატეგორია (მოქალაქეები, ვინც, იმ ეტაპზე, არ ფლობდა ახალ პირადობის მოწმობას) გადანაწილდა 2 ქვეკატეგორიად: მოქალაქეები, ვინც არ ფლობს ახალ პირადობის მოწმობას, მაგრამ არ გამორიცხავს მის აღებას (1210 რესპონდენტი); მოქალაქეები, ვინც არ ფლობს ახალ პირადობის მოწმობას და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის აღებას (477 რესპონდენტი)
შერჩევის დიზაინი: მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული (კლასტერული) შერჩევა. აღნიშნული კვლევისათვის შერჩევის მოცულობები დასახელებული კატეგორიებისათვის განაწილდა თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონს შორის ისეთი პროპორციით, რომელიც უზრუნველყოფს შერჩევის ცდომილების მეტ-ნაკლებად თანაბარ მნიშვნელობებს.
მონაცემების დამუშავება: თავდაპირველად მოხდა საველე სამუშაოების შედეგად შევსებული კითხვარების კოდირება და ფორმალიზაცია. შემდეგ განხორციელდა მონაცემების კომპიუტერში შეტანა. ფაილის “გაწმენდის” შემდეგ, მონაცემები დამუშავდა SPSS კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში. დამუშავებისა და ანალიზისას გამოყენებული იქნა უნივარიაციაული, ბივარიაციული და მულტივარიაციული ანალიზის ისეთი მეთოდები, როგორიცაა სიხშირული (ერთგანზომილებიანი) განაწილება, ცენტრალური ტენდენციის მაჩვენებლები, კორელაციური ანალიზი, რეგრესია და სხვ.
თვისებრივი კვლევა განხორციელდა ფოკუს-ჯგუფის (ჯგუფური დისკუსიის) მეთოდის გამოყენებით.
ფოკუს ჯგუფების მიზანი იყო:
ფოკუს ჯგუფებისთვის გამოყენებული იქნა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი (გაიდლაინი).
თვისებრივი კლვევის ფარგლებში სულ ჩატარდა 10 ჯგუფური დისკუსია შემდეგი შემადგენლობით:
ექსპერტთა ფოკუს ჯგუფი: კვლევის საბოლოო ეტაპზე. მოხდა რაოდენობრივი კვლევის შედეგების მათთვის გაცნობა, ექსპერტთა მხრიდან შემდგომი ინტერპრეტაციისათვის;