Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემები; პროფესიული განვითარების სქემისადმი მასწავლებლების დამოკიდებულება, 2013

5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემები; პროფესიული განვითარების სქემისადმი მასწავლებლების დამოკიდებულება, 2013

21 დეკ 2012

2012 წლის დეკემბერში კავშირმა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით განახორციელა ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა.  კვლევის მიზანი იყო 5 წლის ასაკიდან სკოლაში მიღებისას წამოჭრილი სირთულეების გამოკვლევა და მათი დასაძლევი რეკომენდაციების შემუშავება.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ:

  • 1-ლი და მე-2 კლასის პედაგოგები, რომლებსაც აქვთ 5 წლის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც 5 წლის ასაკში შეიყვანეს სკოლაში შვილები; ფსიქოლოგები, პედიატრები, განათლების ექსპერტები.

კვლევის მეთოდი: ფოკუს-ჯგუფი (ჯგუფური დისკუსია)

ინსტრუმენტი: ფოკუს ჯგუფის გზამკვლევი (გაიდლაინი)

კვლევის პროცესში ჩატარდა ფოკუს ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

  • მშობლები, რომლებმაც 5 წლის ბავშვი შეიყვანეს სკოლაში: 3 ჯგუფი (თბილისი, გორი, ბათუმი);
  • მასწავლებლები, რომლებიც 5 წლის მოსწავლეებს ასწავლიან/ასწავლიდნენ: 3 ჯგუფი (თბილისი, გორი, ბათუმი);
  •  2 ექსპერტების ფოკუს ჯგუფი: ფსიქოლოგები, პედიატრები, განათლების რეფორმაში ჩართული პერსონალი; 

კვლევის პირველ ეტაპზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდა ფოკუს ჯგუფების გზამკვლევები (სულ სამი გზამკვლევი), მშობლებისათვის, მასწავლებლებისათვის და ექსპერტებისათვის. შემდგომ ეტაპზე განისაზღვრა მშობლებისა და მასწავლებლების რეკრუტირების კრიტერიუმები. წინასწარ მომზადებულმა სუპერვაიზორებმა, უზრუნველყვეს ფოკუს ჯგუფების დაგეგმვა.  ფოკუს ჯგუფებს უძღვებოდა მოდერატორი. ფოკუს ჯგუფების ფიქსაცია მოხდა აუდიო და ვიდეო საშუალებების გამოყენებით. 

კვლევის ანალიტიკურ ეტაპზე განხორციელდა ფოკუს ჯგუფების შინაარსობრივი და სტრუქტურული დამუშავება.