Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებლებზე არსებული და მომავალში მოსალოდნელი მოთხოვნის განსაზღვრა საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში, 2013

მასწავლებლებზე არსებული და მომავალში მოსალოდნელი მოთხოვნის განსაზღვრა საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში, 2013

6 ივნ 2012

კვლევის  მიზანი იყო მასწავლებელთა მოსალოდნელი ნაკადის გამოვლენა პოტენციურ სამიზნე ჯგუფებში, ანუ უმაღლესი სასწავლებლების რამდენი სტუდენტისა და კურსდამთავრებულის მოზიდვაა მოსალოდნელი სკოლის მასწავლებლის პოზიციაზე.

გამოკვლევის ტიპი :  რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევა. 

 კვლევის მეთოდი : პირისპირ ინტერვიუ.

კვლევის ინსტრუმენტი - კითხვარი, რომელიც მოიცავდა ღია, დახურულ და ნახევრად დახურულ კითხვებს.

კვლევა მიმართული იყო ორ სამიზნე ჯგუფზე: 1. უმაღლესი სასწავლებლების (როგორც პედაგოგიური, ისე არაპედაგოგიური პროფილის) სტუდენტები. 2. უმაღლესი სასწავლებლების (როგორც პედაგოგიური, ისე არაპედაგოგიური პროფილის) კურსდამთავრებულები;

აღნიშნული ჯგუფები ჩაითვალა როგორც დამოუკიდებელი გენერალური ერთობლიობები. ამდენად, რეპრეზენტატული შერჩევა აიგო თითოეულ სამიზნე ჯგუფთან მიმართებით.1

 კვლევა ძირითადად შემდეგ თემებს მოიცავდა :

  • ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შეფასება;
  • მასწავლებელთა სერტიფიცირების მიმართ დამოკიდებულება;
  • ზოგადი განათლების სისტემის პრობლემები;
  • მასწავლებლად მუშაობის უპირატესობები;
  • სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების სურვილი; მასწავლებლად მუშაობის დაწყების დამატებითი პირობები; მასწავლებლობა ვერსუს სხვა საქმიანობა;

 შერჩევა:

ა ) სტუდენტებისათვის

შერჩევითი ერთობლიობა: საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ის სტუდენტები, რომლებიც: S1.  სწავლობენ III ან IV კურსზე  და S2. სწავლობენ ისეთ სპეციალობებზე, რომ პოტენციურად (სურვილისა და შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში) შანსი აქვთ, გახდნენ მასწავლებლები.

ბ ) უმაღლესი სასწვლებლის კურსდამთავრებულთათვის

შერჩევითი ერთობლიობა: საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ის  კურსდამთავრებულები, რომლებმაც: S1. დაამთავრეს ბაკალავრიატი 2009 - 2012 წელს.  და  S2. სწავლობდნენ ისეთ სპეციალობებზე, რომ პოტენციურად (სურვილისა და შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში) შანსი აქვთ, რომ გახდნენ მასწავლებლები, მაგრამ ჯერ არ მუშაობენ მასწავლებლად.

ასეთ სპეციალობებად მიჩნეულ იქნა: 

  • საბუნებისმეტყველო სპეციალობები: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია; სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი ჰუმანიტარული სპეციალობები: ფილოლოგია; ისტორია;
  • ფიზიკური აღზრდა
  • მუსიკა და სახვითი ხელოვნება.

საინფორმაციო ტექნოლოგიები შერჩევის მოცულობა: 205 დასრულებული ინტერვიუ.  შერჩევის დიზაინი: ორსაფეხურიანი სტრატიფიცირებული შერჩევა. სამიზნე (გენერალური) ერთობლიობა შეადგენდა  23,894 კურსდამთავრებულს. სტრატიფიკაცია განხორციელდა სპეციალობების მიხედვით.