(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანი იყო მასწავლებელთა მოსალოდნელი ნაკადის გამოვლენა პოტენციურ სამიზნე ჯგუფებში, ანუ უმაღლესი სასწავლებლების რამდენი სტუდენტისა და კურსდამთავრებულის მოზიდვაა მოსალოდნელი სკოლის მასწავლებლის პოზიციაზე.
გამოკვლევის ტიპი : რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევა.
კვლევის მეთოდი : პირისპირ ინტერვიუ.
კვლევის ინსტრუმენტი - კითხვარი, რომელიც მოიცავდა ღია, დახურულ და ნახევრად დახურულ კითხვებს.
კვლევა მიმართული იყო ორ სამიზნე ჯგუფზე: 1. უმაღლესი სასწავლებლების (როგორც პედაგოგიური, ისე არაპედაგოგიური პროფილის) სტუდენტები. 2. უმაღლესი სასწავლებლების (როგორც პედაგოგიური, ისე არაპედაგოგიური პროფილის) კურსდამთავრებულები;
აღნიშნული ჯგუფები ჩაითვალა როგორც დამოუკიდებელი გენერალური ერთობლიობები. ამდენად, რეპრეზენტატული შერჩევა აიგო თითოეულ სამიზნე ჯგუფთან მიმართებით.1
კვლევა ძირითადად შემდეგ თემებს მოიცავდა :
შერჩევა:
ა ) სტუდენტებისათვის
შერჩევითი ერთობლიობა: საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ის სტუდენტები, რომლებიც: S1. სწავლობენ III ან IV კურსზე და S2. სწავლობენ ისეთ სპეციალობებზე, რომ პოტენციურად (სურვილისა და შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში) შანსი აქვთ, გახდნენ მასწავლებლები.
ბ ) უმაღლესი სასწვლებლის კურსდამთავრებულთათვის
შერჩევითი ერთობლიობა: საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც: S1. დაამთავრეს ბაკალავრიატი 2009 - 2012 წელს. და S2. სწავლობდნენ ისეთ სპეციალობებზე, რომ პოტენციურად (სურვილისა და შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში) შანსი აქვთ, რომ გახდნენ მასწავლებლები, მაგრამ ჯერ არ მუშაობენ მასწავლებლად.
ასეთ სპეციალობებად მიჩნეულ იქნა:
საინფორმაციო ტექნოლოგიები შერჩევის მოცულობა: 205 დასრულებული ინტერვიუ. შერჩევის დიზაინი: ორსაფეხურიანი სტრატიფიცირებული შერჩევა. სამიზნე (გენერალური) ერთობლიობა შეადგენდა 23,894 კურსდამთავრებულს. სტრატიფიკაცია განხორციელდა სპეციალობების მიხედვით.