Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და მათი ცხოვრების პირობების კვლევა (საერთაშორისო კვლევა (EUROSTUDENT VII) 2019-2021

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და მათი ცხოვრების პირობების კვლევა (საერთაშორისო კვლევა (EUROSTUDENT VII) 2019-2021

12 ივნ 2021

„ევროსტუდენტი“ არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც შეისწავლის ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების პირობებს და სწავლის თავისებურებებს.

აღნიშნული კვლევის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და ხორციელდება ევროპის კონტინენტის ოცზე მეტ ქვეყანაში. საქართველო ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევას პირველად  2014 წელს შეუერთდა პილოტური ქვეყნის სტატუსით. მიმდინარე კვლევა საქართველოსთვის რიგით მესამე იყო (2019-2021).

ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევას კოორდინირებას უწევს ევროსტუდენტის კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს უმაღლესი განათლების კვლევისა და მეცნიერების შესწავლის ცენტრი (DZHW) (იხ. www.eurostudent.eu).

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა გამოკითხვა განახორციელა კვლევითმა ორგანიზაციამ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც, რომლებიც სწავლობენ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე.

კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის მეთოდის - ანკეტირების – გამოყენებით, ძირითადად ელექტრონულ (ონლაინ) რეჟიმში. ონლაინ გამოკითხვისთვის მოხდა ონლაინ გამოკითხვის პროგრამირება და შემუშავდა კვლევისთვის სტუდენტთან ინდივიდუალური წვდომის მოდელი. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 7 676 მოქმედი სტუდენტი.