Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობის მზაობის და წინასაარჩევნო ატიტუდების კვლევა, 2016

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობის მზაობის და წინასაარჩევნო ატიტუდების კვლევა, 2016

16 სექ 2016

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ 2016 წლის ივნისში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა კვლევა: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობის მზაობა და წინასაარჩევნო ატიტუდები“.

კვლევის ტიპი: მასობრივი (რაოდენობრივი) გამოკითხვა;

კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ;

შერჩევის ჩარჩო: საქართველოს საარჩევნო ასაკის (18 წლის და მეტი) მოსახლეობა 

შერჩევის ზომა: 1500 რესპონდენტი;

შერჩევის ტიპი: სამსაფეხურიანი სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევა:

  • პირველ საფეხურზე მოხდა საარჩევნო ოლქების შერჩევა. თბილისის შემთხვევაში პირველი საფეხური მოიცავს ყველა საარჩევნო ოლქს, ხოლო რეგიონებში შერჩევა განხორციელდა შემთხვევითი შერჩევის გზით;
  • მეორე საფეხურზე შეირჩა საარჩევნო უბნები, შემთხვევითი შერჩევის გზით; 
  • მესამე საფეხურიზე ოჯახებში შეირჩა რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით.

კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია: ა) საქართველოს მოსახლეობის; ბ) ქ. თბილისის გაერთიანებული რაიონების; გ)  სხვადასხვა დემოგრაფიული მაჩვენებლების (სქესი, ასაკი, განათლება და სხვ.) მიხედვით;

ცდომილება მთელი შერჩევისთვის შეადგენს პლუს-მინუს 2.5%-ს

რესპონდენტთა გამოკითხვა მოხდა ოჯახებში; რესპონდენტები შეირჩნენ შემთხვევითი წესით (კიშის ცხრილის გამოყენებით).

მონაცემების დამუშავება მოხდა სოციალურ კვლევათა სტატისტიკური პროგრამის (SPSS) ბაზაზე. თავდაპირველად მოხდა მონაცემების გაწმენდა და შეწონვა, ხოლო შემდეგ მონაცემთა დამუშავება განხორციელდა ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ერთგანზომილებიანი სიხშირული განაწილება, ცენტრალური ტენდენციის საზომები, კორელაციური ანალიზი, და სხვა.