(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (TPDC) დაკვეთით ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო შეესწავლა საქართველოს საჯარო სკოლების ორგანიზაციული კულტურა.
საკითხის შესასწავლად განხორციელდა სკოლის საზოგადოების წევრთა ღირებულებებისა და დამოკიდებულებების კვლევა შემდეგი მიმართულებებით:
კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების კომპლექსური გამოყენებით.
რაოდენობრივი კვლევა იყო ეროვნული შერჩევის, ანუ ჩატარდა საქართველოს ყველა (11) რეგიონში, თბილისის ჩათვლით.
რაოდენობრივი კვლევის გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენდა: საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სამეურვეო საბჭოები, სკოლების ადმინისტრაცია და პედაგოგები.
კვლევა ჩატარდა გამოკითხვის, კერძოდ, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით.
კვლევის ინსტრუმენტი იყო სტანდარტიზებული კითხვარი, რომელიც მოიცავს დახურულ, ღია და ნახევრად დახრულ შეკითხვებს.
კითხვარის შესამუშავებლად, კერძოდ, ვალიდური ინდიკატორების დასადგენად ჩატარდა ფოკუს ჯგფები. სულ ჩატარდა 2 ჯგუფური დისკუსია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს განათლების ექსპერტებმა, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა, სკოლის პედაგოგებმა, განათლების პოლიტიკის დიზაინერებმა და სხვ.
შერჩევა: გამოყენებული იქნება მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული შერჩევა. შერჩევის მთელი მოცულობა გადანაწილებული იყო რეგიონებზე ისე, რომ თითოეული რეგიონისათვის შერჩევითი ცდომილება არ იყო 5%-ზე მეტი, 95%-იანი საიმედობით. მთელ ქვეყანასთან მიმართებაში შერჩევის მოდელი უზრუნველყოფდა შეფასების 1.5%–იან ცდომილებას.
კვლევის შედეგები მოგვცა საშუალება, მონაცემების განზოგადება მომხდარიყო შემდეგ ჭრილებში: ქალაქი, სოფელი, მაღალმთიანი სოფელი, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები, მცირეკონტიგენტიანი სკოლები.
თვისებრივი კვევა ჩატარდა ფოკუს ჯგუფების მეთოდის გამოყენებით.
თვისებრივი კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები.
თვისებრივმა კვლევამ მოიცვა ყველა რეგიონული ერთეული.
სულ ჩატარდა 22 ფოკუს ჯგუფი. თითოეულ რეგიონში ჩატარდა 2 ჯგუფური დისკუსია: ერთი მოსწავლეებთან და ერთიც – პედაგოგებთან.
ჯგუფური დისკუსიებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო კითხვარი (ე.წ. „გაიდლაინი“). მოსწავლეების და პედაგოგების სახელმძღვანელო კითხვარები იყო განსხვავებული, თუმცა მათ ჰქონდათ გარკვეული გადაფარვაც.
დისკუსიებში მონაწილეობა მიიღო 8–10 სამიზნე ჯგუფების წევრმა. მონაწილეები შეირჩევიან სხვადასხვა პარამეტრით: