Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
მუსიკალური ჯგუფი Maroon 5 - ის კონცერტის ეკონომიკური ეფექტების კვლევა, 2016

მუსიკალური ჯგუფი Maroon 5 - ის კონცერტის ეკონომიკური ეფექტების კვლევა, 2016

6 ივნ 2016

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მუსიკალური ჯგუფ - Maroon 5 - ის კონცერტის ეკონომიკური ეფექტების შესწავლა. კერძოდ, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მიერ გაწეული დანახარჯების დაანგარიშება, რამაც შესაძლებელი გახადა განსაზღვრულიყო მომავალში ანალოგიური ფესტივალების ჩატარების მიზანშეწონილობა.აღნიშნული კვლევის განსახორციელებლად ჩატარდა პირისპირ ინტერვიუ 372 უცხოელ და 378 ქართველ ვიზიტორთან. მთლიანობაში დასრულებული კითხვარების რაოდენობამ შეადგინა 750 ინტერვიუ. გამოკითხვა ჩატარდა კონცერტის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შერჩევის წერტილებში. კკვლევის ინსტრუმენტი - კითხვარი, ინსტიტუტს მიაწოდა ადმინისტრაციამ, რისი გამოყენებითაც ჩატარდა საველე სამუშაოები.

კვლევის ჩატარების კონტროლი განახორციელეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს თანამშრომლებმა.