Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
საწარმოების დასაქმების პოლიტიკის შესწავლა, 2019

საწარმოების დასაქმების პოლიტიკის შესწავლა, 2019

29 ნოე 2019

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანია შეისწავლოს საწარმოებში არსებული დასაქმების პოლიტიკა, რომლის სწორად განსაზღვრა აუცილებელია შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირების ხელშეწყობის მიმართულებით.

სწორედ კვლევის მიზნის გათვალისწინებით, განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:

  • საწარმოების მიერ ვაკანსიის გამოცხადებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნის მომზადების საფუძვლების შესწავლა
  • საწარმოებში აპლიკანტთა შერჩევის საფუძვლისა და პროცესის შესწავლა
  • საწარმოების მიერ კადრების მოძიების წყაროების შესწავლა
  • საწარმოების მიერ არსებული შრომითი რესურსების შეფასება და გადამზადების საჭიროების შესწავლა
  • საწარმოების ურთიერთთანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

ზემოთ განხილული მიზნისა და ამოცანების სრულყოფილად გასაანალიზებლად გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდები. კერძოდ, დასაქმების კუთხით, ქვეყანაში არსებული ხარვეზების გამოსავლენად და რეკომენდაციების გასაცნობად ჩატარდა ექსპერტული ინტერვიუები; ხოლო საკითხის უშუალოდ საწარმოების დონეზე, პროფესიული ჯგუფების ჭრილში, გასაანალიზებლად გამოყენებული იქნა ფოკუს-ჯგუფის მეთოდი. სამაგიდე კვლევაზე დაყრდნობით, შეჯამდა საქართველოს შრომის ბაზრის შესახებ არსებული მასალები და გამოიკვეთა ამ სფეროს ყველაზე საგულისხმო, თვალსაჩინო ტენდენციები.