Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
აჭარის ტელევიზიის პროდუქტების მიმართ აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულებების და განწყობების შესწავლა,2014

აჭარის ტელევიზიის პროდუქტების მიმართ აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულებების და განწყობების შესწავლა,2014

15 აგვ 2014

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია  და რადიოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო აჭარის ტელევიზიის პროდუქტების მიმართ აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულებების შესწავლა.

კვლევის ძირითად მიზანს და ამოცანებს  შეადგენდა როგორც ზოგადად აჭარის ტელევიზიის მიმართ, ისე მისი საინფორმაციო და სხვა მხატვრულ–შემოქმედებითი პროდუქტისადმი აჭარის მოსახლეობის ატიტუდების გამოვლენა და სხვადასხვა პარამეტრით მისი შეფასება; აგრეთვე, მაუწყებლის ადგილის განსაზღვრა სხვა ანალოგიურ საშუალებათა საქმიანობის (კონკურენციის) ჭრილში და იმ მოლოდინების იდენტიფიკაცია, რომლებსაც აჭარის მოსახლეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ფუნქციონირებას უკავშირებს.

გამოყენებულ იქნა სოციოლოგიური კვლევის რაოდენობრივი ტიპი, კერძოდ, მოსახლეობის მასობრივი გამოკითხვა.

კვლევის გენერალური ერთობლიობას წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა (18 წლის და ზემოთ); პირველადი ინფორმაციის შეგროვება მოხდა  პირისპირ ინტერვიუს მეთოდით; კვლევის ინსტრუმენტი იყო კითხვარი, რომელიც მოიცავდა ღია, დახურულ და ნახევრად დახურულ შეკითხვებს.

შერჩევის მოცულობამ შეადგინა 500 რესპონდენტი. შერჩევის მოდელს წარმოადგენდა მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული შერჩევა.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2014 წლის 26-31 ივლისს.

მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისას გამოყენებულ იქნა უნივარიაციაული, ბივარიაციული და მულტივარიაციული ანალიზის მეთოდები.