Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
აჭარის ტელევიზიის პროდუქტების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების და განწყობების შესწავლა, 2015

აჭარის ტელევიზიის პროდუქტების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების და განწყობების შესწავლა, 2015

24 ივლ 2015

კვლევის მიზანია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს (მაუწყებლობის) შინაარსის საზოგადოების მოთხოვნილებებთან, ინტერესებთან და ღირებულებებთან ადეკვატურობის განსაზღვრა.

კვლევის ამოცანებია:

  • მაუწყებლის საინფორმაციო და სხვა მხატვრულ–შემოქმედებითი პროდუქტისადმი აჭარის, ქ. ოზურგეთისა და ქ. ფოთის მოსახლეობის ატიტუდების გამოვლენა და სხვადასხვა პარამეტრით მისი შეფასება;
  • მაუწყებლის ადგილის განსაზღვრა სხვა ანალოგიურ საშუალებათა საქმიანობის (კონკურენციის) ჭრილში;
  • იმ მოლოდინების იდენტიფიკაცია, რომლებსაც აჭარის, ქ. ოზურგეთის და ქ. ფოთის მოსახლეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფუნქციონირებას უკავშირებს;

 აღნიშნული მიზნის რეალიზაციისათვის გამოყენებულ იქნა სოციოლოგიური კვლევის რაოდენობრივი ტიპი, კერძოდ, მასობრივი გამოკითხვა.

რაოდენობრივი კვლევა განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე ქ.ოზურგეთის და ქ. ფოთის მასშტაბით.

კვლევის გენერალური ერთობლიობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ.ოზურგეთის და ქ.ფოთის მოსახლეობა (18 წლის და ზემოთ)

კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ

კვლევის ინსტრუმენტი: კითხვარი, რომელიც მოიცავს ღია, დახურულ და ნახევრად დახურულ კითხვებს;

შერჩევის მოცულობა: 600 რესპონდენტი

შერჩევის მოდელი:  მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული (კლასტერული) შერჩევა. შერჩევის ეს მოდელი გამოირჩევა კვლევაში გეოგრაფიული და დემოგრაფიული მახასიათებლების რეპრეზენტატულობით.

  • შერჩევის პირველადი ერთეული (PSU): აჭარის რეგიონში რაიონული ცენტრები და სოფლები.
  • შერჩევის მეორადი ერთეული (SSU): ოჯახები
  • შერჩევის საბოლოო ერთეული (FSU): ოჯახის წევრები (16 წლის და მეტი). რესპონდენტები შეირჩევიან კიშის ცხრილის მეშვეობით.

შერჩევის ბაზა: საქართველოს ამომრჩეველთა სიები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

კითხვარის საბოლოო დიზანის შემდეგ, განხორციელდა სუპერვაიზორის და ინტერვიუერების (სულ 13 ინტერვიუერი)  ტრენინგი.

საველე სამუშაოები 6 დღის განმავლობაში გრძელდებოდა (2014 წლის 25-31 ივლისი).  თითოეული ინტერვიუერი პასუხისმგებელი იყო დაახლოებით, 40 ინტერვიუს ჩატარებაზე. თითოეულმა ინტერვიუმ, საშუალოდ, 30-35 წუთი გასტანა. 

 თავდაპირველად მოხდა საველე სამუშაოების შედეგად შევსებული კითხვარების კოდირება და ფორმალიზაცია. შემდეგ - მონაცემების კომპიუტერში შეტანა. ფაილის “გაწმენდის” შემდეგ, მონაცემები დამუშავდა SPSS კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში (13.0 ვერსია). მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისას გამოყენებული იქნა უნივარიაციაული, ბივარიაციული და მულტივარიაციული ანალიზის მეთოდები.