Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს (მაუწყებლობის) შინაარსის საზოგადოების მოთხოვნილებებთან, ინტერესებთან და ღირებულებებთან ადეკვატურობის კვლევა (2018)

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს (მაუწყებლობის) შინაარსის საზოგადოების მოთხოვნილებებთან, ინტერესებთან და ღირებულებებთან ადეკვატურობის კვლევა (2018)

1 ივნ 2018

კვლევის მიზანი იყო სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს (მაუწყებლობის) შინაარსის საზოგადოების მოთხოვნილებებთან, ინტერესებთან და ღირებულებებთან ადეკვატურობის განსაზღვრა. აგრეთვე იმ მოლოდინების იდენტიფიკაცია, რომლებსაც აჭარის მოსახლეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფუნქციონირებას უკავშირებს.

კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

  • მაუწყებლის საინფორმაციო და სხვა მხატვრულ–შემოქმედებითი პროდუქტისადმი აჭარის მოსახლეობის ატიტუდების გამოვლენა და სხვადასხვა პარამეტრით მისი შეფასება;
  • მაუწყებლის ადგილის განსაზღვრა სხვა ანალოგიურ საშუალებათა საქმიანობის (კონკურენციის) ჭრილში;
  • იმ დამოკიდებულებების იდენტიფიკაცია, რაც აჭარის მოსახლეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმართ გააჩნია;

კვლევის გენერალური ერთობლიობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა (18 წლის და ზემოთ).

კვლევის ტიპირაოდენობრივი კვლევა 

კვლევის მეთოდიპირისპირ ინტერვიუ 

კვლევის ინსტრუმენტი: კითხვარი, რომელიც მოიცავს ღია, დახურულ და ნახევრად დახურულ კითხვებს 

შერჩევის მოცულობა: 600 რესპონდენტი 

შერჩევის მოდელი: მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა. შერჩევის ეს მოდელი გამოირჩევა კვლევაში გეოგრაფიული და დემოგრაფიული მახასიათებლების რეპრეზენტატულობით. 

  • შერჩევის პირველადი ერთეული (PSU): აჭარის რეგიონში რაიონული ცენტრები და სოფლები;
  • შერჩევის მეორადი ერთეული (SSU): ოჯახები;
  • შერჩევის საბოლოო ერთეული (FSU): ოჯახის წევრები (16 წლის და მეტი). რესპონდენტები შეირჩევიან კიშის ცხრილის მეშვეობით;

შერჩევის ზომა: 600 ინტერვიუ.

შერჩევის ბაზა: საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერა.