(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
თბილისის მერიის დაკვეთით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუმა 2004-5 წელს ჩაატარა რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანი იყო ქალაქ თბილისის პრობლემების გამოკვლევა.
კვლევის მეთოდი: სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდით, კერძოდ, პირისპირ (Face to face) ინტერვიუს ფორმის გამოყენებით.
კვლევის საგანი: სოციოლოგიური კვლევა ითვალისწინებდა ქ. თბილისის მოსახლეობის ატიტუდების შესწავლას დედაქალაქში მიმდინარე პროცესების მიმართ.
მოსახლეობის ატიტუდების შესწავლა განხორციელდა შემდეგი პრობლემების მიმართ:
1. როგორც ზოგადად ქვეყნის, ისე ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ზოგადი შეფასება და მომავლის მოლოდინები;
2. დამოკიდებულება საქართველოს, ქ. თბილისისა და მისი რაიონების ხელისუფლების მიმართ;
3. ქ. თბილისისა და მისი ცალკეული რაიონების პრიორიტეტული პრობლემები;
4. ქალაქის ხელისუფლების სხვადასხვა სფეროში მუშაობის შეფასება;
5. ქალაქის ხელისუფლების მიერ ბოლო თვეებში განხორციელებული ცვლილებების შეფასება;
6. ქალაქში დაგეგმილი ცალკეული ცვლილებების მიმართ მოსახლეობის მზაობის გარკვევა;
7. პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული სატელევიზიო, რადიო არხები და ჟურნალ-გაზეთები.
კვლევის ობიექტი: სოციოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ქ. თბილისის 10 რაიონის საარჩევნო ასაკის მქონე (18 წლის და ზემოთ) მოსახლეობაში.
შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა მთლიანობაში შეადგენს 3000 რესპონდენტს.
საველე სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო 70-მდე ინტერვიუერმა, რომელთაც აქვთ სოციოლოგიურ კვლევებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. მათ ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი კითხვარის სპეციფიკის გათვალისწინებით.