(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, ორგანიზაცია “ჰერა XXI” - ს დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო აბორტის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კვლევა.
კვლევას რამდენიმე ამოცანა გააჩნდა:
მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები. ჯანდაცვის ექსპერტი აქტიურად იყო ჩართული კვლევის რამდენიმე ეტაპზე.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 5 ფოკუს ჯგუფი რეპროდუქციული ასაკის ქალებთან საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულსა და მცხეთაში.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, პირისიპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოიკითხა საქართველოში მოქმედი ის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, სადაც სთავაზობენ აბორტის მომსახურებას. სამედიცინო დაწესებულებები შეირჩა შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ მოწოდებული სიის საფუძველზე. ჯამში გამოიკითხა 200 რესპონდენტი.