(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაკვეთით, აჭარის მაღალმთიან რაიონებში (ქედა, შუახევი, ხულო) ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო ბაზრის შესწავლას, მოსახლეობის სასოფლო მეურნეობების აღწერასა და მომსახურების სხვადასხვა სფეროებისადმი ინტერესისა და ამ სფეროებში მათი კვალიფიკაციის შეფასებას.
კვლევის მთავარ ამოცანებს წარმოადგენდა:
პროექტი მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექვსი ფოკუს-ჯგუფი ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში. დისკუსიები ჩატარდა ორ სამიზნე ჯგუფთან - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მეწარმეებთან. ჯამში ჩატარდა რვა ფოკუს ჯუფი.
რაოდენობრივ კვლევის შერჩევის ზომა იყო 478 რესპონდენტი. კვლევის მონაწილეები გამოიკითხნენ ქედის, შაუხევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში შემავალი 50 სოფელში. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა პლანშეტში, ODK-ს პროგრამაში ჩატვირთული კითხვარის მეშვეობით ჩაატარეს პირისპირ ინტერვიუები რესპონდენტებთან. მონაცემთა დამუშავების შემდეგ, მოზმადდა SPSS - ის მონაცემთა ბაზა და ანალიტიკური ანგარიში.