(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დაკვეთით განახორციელა რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს მოსახლეობის, მეწარმეების და პროფესორ-მასწავლებლების დამოკიდებულების შესწავლას არასამთავრობო სექტორის მიმართ საქართველოში.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდით, კერძოდ, პირისპირ (Face to face) ინტერვიუს ფორმის გამოყენებით. მოსახლეობის შერჩევითი ერთობლიობა (1200) მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მქონე რესპონდენტებს. იმ ადამიანებთან, რომლებიც აცხადებდენენ, რომ საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას
არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, ინტერვიუ აღარ გრძელდებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულების შესწავლა
განხორციელდა შემდეგი მაჩვენებლების (ინდიკატორების) მიხედვით:
საქართველოს მოსახლეობის შერჩევისთვის თითოეული მაჩვენებლის მნიშვნელობა შეფასდა სინთეზურად (კომპლექსურად), განსაზღვრული ცვლადების გაერთიანების საფუძველზე. ამასთან, განხორციელდა თითოეული მნიშვნელობის ფორმალიზაცია/კვანტიფიკაცია, რიცხობრივ მაჩვენებლებში მათი გამოხატვის საფუძველზე. საბოლოო ჯამში, დაითვალა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოსახლეობის დამოკიდებულების სინთეზური ინდიკატორის მნიშვნელობა, ცალკეული მაჩვენებლისათვის “წონის” მინიჭებისა და
მათი რიცხობრივი მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის
საფუძველზე (ამის შესახებ დაწვრილებით ქვემოთ იქნება საუბარი). რაც შეეხება პროფესორ-მასწავლებლებსა და მეწარმეებს, მათთან მიმართებაში, აღნიშნული მაჩვენებლები შეფასდა თითოეული ინდიკატორისათვის რელევანტური ცალკეული ცვლადების პროცენტული განაწილების საფუძველზე.
კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა: