(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახის, საზოგადოების“ დაკვეთით ჩაატარა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევა, რომელიც ეხებოდა შშმ ბავშვების, მათი ოჯახების და მზრუნველობის დღის ცენტრების საჭიროებების შესწავლას.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში, სიღრმისეულად მოხდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრების, მათი ბენეფიციარებისა და ოჯახების საჭიროებების გამოვლენა. კვლევის ამოცანები იყო:
ფოკუს ჯგუფის მეთოდით გამოიკითხა დღის ცენტრის პედაგოგები/თერაპევტები, ბენეფიციარები (18 წლის და მეტის) და მათი მშობლები/მეურვეები. სულ ჩატარდა 12 ჯგუფური დისკუსია 4 ქალაქში: ბათუმი, ქუთაისი, გორი, თბილისი. თითოეულ ქალაქში გამოიკითხა სამივე სამიზნე ჯგუფი თითოეულ ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 6–9 მონაწილემ. ფოკუს ჯგუფების ხანგრძლივობა გრძელდებოდა 1 საათიდან 2 საათამდე.
რაც შეეხება სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდს, სულ ჩატარდა 24 ინტერვიუ, აქედან 10 - საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებთან (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი), 9 - ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან (თბილისში, გორში, რუსთავში, საჩხერეში, წალენჯიხაში, ბათუმში, ჩხოროწყუში, ოზურგეთში, ჩოხატაურში), ხოლო 5 - სფეროს ექსპერტებთან.
რაოდენობრივი კვლევის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრების, მათი ბენეფიციარებისა და ოჯახების საჭიროებათა გამოვლენა. კვლევის ამოცანები იყო:
აღნიშნული ამოცანების მისაღწევად, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, რამდენიმე სამიზნე ჯგუფი გამოიკითხა. სულ კვლევა ჩატარდა 45 დღის ცენტრში.
ჩამოთვლილ დღის ცენტრებში გამოიკითხა 450 რესპონდენტი. მათგან 45 იყო დღის ცენტრების ადმინისტრაციის წარმომადგენელი (თითოეულ დღის ცენტრში გამოიკითხა ერთი ადმინისტრაციის წარმომადგენელი). აგრეთვე, დღის ცენტრებში გამოკითხა 135 პედაგოგი/თერაპევტი, 135 ბენეფიციარი (14 წლის და მეტის; მათ შორის, საპენსიო ასაკის ბენეფიციარები) და 135 მშობელი/მეურვე.