Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ''ბრიჯი - ინოვაცია და განვითარება''
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
''ბრიჯი - ინოვაცია და განვითარება''
საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა სოფლის განვითარებისა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობებში, 2017

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა სოფლის განვითარებისა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობებში, 2017

29 დეკ 2017

კვლევის მიზანი იყო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის შესწავლა საქართველოში.

კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

  • ახალგაზრდობის კონკრეტული საჭიროებების და ჩართულობის შესაძლებლობების დადგენა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სექტორში;
  • ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების/ მოთამაშეების შესწავლა და მათი „მეფინგი“;
  • წარმატებული ინიციატივების (პროგრამები, პროექტები) იდენტიფიცირება, რომლებმაც ახალგაზრდებზე პოზიტიური გავლენა იქონია პოლიტიკის, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო დონეზე;
  • ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე დონორი ორგანიზაციების (ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ) შესწავლა და მათი „მეფინგი“;
  • რეკომენდაციების შემუშავება ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სექტორებში;
  • ახალგაზრდების წარმატებული შემთხვევების იდენტიფიცირება და ინტეგრირება საბოლოო ანგარიშში (თითო რეგიონში თითო ასეთი შემთხვევის აღწერა).

კვლევა ჩატარდა თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. გამოყენებულ იქნა ორი მეთოდი - ფოკუს ჯგუფი და ჩაღრმავებული ინტერვიუ.

ფოკუს ჯგუფები ჩატარდა ახალგაზრდებთან (18-29 ასაკობრივი ჯგუფის), ხოლო ჩაღრმავებული ინტერვიუები - სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტებთან, რომლებიც წარმოადგენდნენ როგორც სამოქალაქოს საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე საჯარო სტრუქტურებს.

ფოკუს ჯგუფების მონაწილე პირები იყვნენ მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ სოფელში, ან არიან სოფლიდან ქალაქში მიგრირებულები. ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა რაოდენობა დაიყო ორ ნაწილად: ხუთ ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდების იმ სეგმენტმა, რომელმაც ცხოვრების რაღაც პერიოდში დატოვა სოფელი და საცხოვრებლად გადავიდა ქალაქში, ხოლო დარჩენილი 6 ფოკუს ჯგუფის მონაწილეები იყვნენ ის ახალგზრდები, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში და მათი ოჯახების საქმიანობის მთავარი სფერო არის სოფლის მეურნეობა. სოფლებში ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფებიდან თითოეულში მონაწილეობა მიიღო მინიმუმ სამი სოფლის წარმომადგენელმა პირებმა. საცხოვრებლად სოფლიდან ქალაქში მიგრირებული მიგრანტების ასაკი იყო მინიმუმ 20 წელი. ამ კრიტერიუმის დაცვა მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც კვლევას აინტერესებდა ის ახალგაზრდები, რომლებსაც სოფელში ცხოვრების პერიოდში მიღებული ჰქონდათ გარკვეული გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო სფეროში.

ფოკუს ჯგუფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონში, ხოლო ეკო-მიგრანტებთან და დევნილებთან - აჭარის რეგიონში.

საერთო ჯამში,  ფოკუს ჯგუფებში დისკუსიები ჩატარდა საქართველოს 5 რეგიონში, სადაც თითოეულ რეგიონში 2-2 ფოკუს ჯგუფი (სოფლის მაცხოვრებლებთან და ქალაქში მიგრირებულებთან) შედგა. დამატებით, აჭარის რეგიონში ჩატარდა მესამე ფოკუს ჯგუფი, რომელშიც სოფლად მცხოვრებმა ეკო-მიგრანტებმა და დევნილებმა მიიღეს მონაწილეობა

ამ რეგიონების შერჩევის მთავარი მიზეზი იყო თითოეულ მათგანში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ტიპის გავრცელება (მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აჭარის რეგიონი ლიდერობს ციტრუსის წარმოებაში, კახეთი მევენახეობასა და მეღვინეობაში, ქვემო ქართლის სასოფლო სამეურნეო საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შინაურ საქონელთან, პირუტყვთან, და ა.შ.). რეგიონებს შორის არსებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების ასეთი სხვადასხვაობა შესაძლებლობას იძლევა, რომ კვლევისთვის რელევანტური ინფორმაცია დაუკავშირდეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროს.

ნახევრად სტრუქტურირებული ჩაღრმავებული (ექსპერტული) ინტერვიუები ჩატარდა სოფლის მეურნეობის ექსპერტებთან და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც მუშაობენ როგორც სამთავრობო ინსტიტუციებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში ექსპერტები მონაწილეობას იღებდნენ სოფლის მეურნეობის იმ წარმატებულ პროექტებსა და პროგრამებში, რომლებშიც ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდების ადგილობრივი თემები. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 5 ჩაღრმავებული ინტერვიუ.