(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანი იყო დანაშაულის სოციალური ასპექტების იდენტიფიკაცია და მისი შედეგების გათვალისწინებით, არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის კრიტიკა. კვლევა ითვალისწინებდა იმ სოციალური ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც განაპირობებს ეკონომიკურ და ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ ქმედებას და უბიძგებს პირს დანაშაულის ჩადენისკენ.
კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგედნენ ეკონომიკური(ქურდობა, ძარცვა) და ნარკოტიკული დანაშაულის (მოხმარება, შენახვა, შეძენა, გასაღება) ჩამდენი პირები(ყოფილი პატიმრები), ასევე ამჟამინდელი პატიმრების ოჯახის წევრები. კვლევამ მოიცვა შემდეგი საკითხები: ნარკოტიკული/ეკონომიკური დანაშაულის ამა თუ იმ ტიპის შესახებ ინფორმირებულობა (სამართლებრივი, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და ა.შ. შედეგები); ნარკოტიკული/ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენი სამიზნე ჯგუფები, ნარკოტიკული/ეკონომიკური დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და ზოგადი კონტექსტი - ნარკოტიკული/ეკონომიკური დანაშაულის პოლიტიკა.
კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 700 რესპონდენტი. თვისებრივი კვლევის ფარგლებში, კვლევის სამიზნე ჯგუფებთან, ჩატარდა 17 ფოკუს ჯგუფი საქართველოს 9 რეგიონში.
კვლევის საფუძველზე მომზადდა ანალიტიკური ანგარიში ქართულ ენაზე.