(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად სარგებლობენ ჯანდაცვის მომსახურებებით ეთნიკური უმცირესობები და რამდენად დაცულია ამ ჯგუფებში სამედიცინო სერვისების გამომყენებელთა (პაციენტთა) უფლებები.
ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, გამოკითხვის მეთოდით, კერძოდ, პირისპირ ინტერვიუს გამოყენებით, ოჯახებში.
კვლევის სამიზნე ჯგუფს შეადგენდნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ძირითადად, სომხები და აზერბაიჯანელები, რომელთა ასაკია 18 წელი და მეტი.
შერჩევის ზომა განისაზღვრა 1004 რესპონდენტით. თუმცა, რესპონდენტებმა, ბევრ საკითხთან მიმართებით, ინფორმაცია მოგვაწოდეს მათი ოჯახების წევრებზეც (სულ 3623 წევრი). შესაბამისად, აღნიშნული კვლევა შეიძლება ჩაითვალს ოჯახების კვლევად (household survey).
რესპონდენტები შემდეგნარად გადანაწილდნენ ცალკეულ რეგიონებში:
რეგიონი |
რაოდენობა |
თბილისი |
100 |
კახეთი |
100 |
სამცხე-ჯავახეთი |
352 |
ქვემო ქართლი |
452 |
სულ |
1004 |