(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევითი პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის 2013-14 წლებში დაწყებული რეფორმის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების შესწავლა და რეფორმის ობიექტური შედეგების შეფასება.
პროექტის მიზნის მისაღწევად დასახული იყო შემდეგი ამოცანების განხორციელება:
კვლევის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად გამოყენებული იქნა, სოციოლოგიური კვლევის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები.
აღნიშნული ამოცანა განხორციელდა ფოკუს ჯგუფების (ჯგუფური დისკუსიების) მეთოდის გამოყენებით. სულ ჩატარედა 3 ჯგუფური დისკუსია, 2 რაოდენობრივი კვლევის (მასობრივი გამოკითხვის) დასაწყისში, ხოლო 1 – გამოკითხვის დასრულების და პირველადი მონაცემების მიღების შემდგომ.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში პირისპირ მეთოდის გამოყენებით გამოიკითხა 3000 საქართველოს მოსახლე; შერჩევის ჩარჩო იყო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განსაზღვრული ამომრჩევლების ბაზა. აღნიშნული შერჩევის ზომის მიხედვით კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია მთელი საქართელოსთვის, ცალკეული რეგიონისთვის (სულ 10 რეგიონი) და თბილისისთვის, ასევე, გენდერული და ასაკობრივი ჭრილისათვის და ა.შ.
საველე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სტატისტიკოსმა შექმნა მონაცემთა ბადე, მონაცემთა ანალიზის პროგრამის - SPSS - ის გამოყენებით. საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ სტატისტიკოსმა განახორციელა მოპოვებული მონაცემების მომზადება შემდეგი ანალიზისთვის, რაც მოიცავდა კითხვარში არსებული თითოეული ღია შეკითხვის ფორმალიზაციას (კოდირებას) და შემდეგ მათ „გაწმენდას“. ამის შემდეგ, დამუშავებული მონაცემები შეიყვანა SPSS-ის ბაზაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა კვლევის შედეგად მოპოვებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და გაანალიზება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.