Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ფონდი - ''ღია საზოგადოება - საქართველო''
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
ფონდი - ''ღია საზოგადოება - საქართველო''
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პაციენტების უფლებების შესწავლა, 2016

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პაციენტების უფლებების შესწავლა, 2016

20 ოქტ 2016

კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად სარგებლობენ ჯანდაცვის მომსახურებებით ეთნიკური უმცირესობები და რამდენად დაცულია ამ ჯგუფებში სამედიცინო სერვისების გამომყენებელთა (პაციენტთა) უფლებები.

ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, გამოკითხვის მეთოდით, კერძოდ, პირისპირ ინტერვიუს გამოყენებით, ოჯახებში.

კვლევის სამიზნე ჯგუფს შეადგენდნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ძირითადად, სომხები და აზერბაიჯანელები, რომელთა ასაკია 18 წელი და მეტი.

შერჩევის ზომა განისაზღვრა 1004 რესპონდენტით. თუმცა,  რესპონდენტებმა, ბევრ საკითხთან მიმართებით, ინფორმაცია მოგვაწოდეს მათი ოჯახების წევრებზეც (სულ 3623 წევრი). შესაბამისად, აღნიშნული კვლევა შეიძლება ჩაითვალს ოჯახების კვლევად (household survey).

რესპონდენტები შემდეგნარად გადანაწილდნენ ცალკეულ რეგიონებში:

რეგიონი

რაოდენობა

თბილისი

100

კახეთი

100

სამცხე-ჯავახეთი 

352

ქვემო ქართლი 

452

სულ

1004