Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ''ჰერა XI''
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
''ჰერა XI''
აბორტის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კვლევა, 2015

აბორტის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კვლევა, 2015

18 სექ 2015

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, ორგანიზაცია “ჰერა XXI” - ს დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო აბორტის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კვლევა.

კვლევას რამდენიმე ამოცანა გააჩნდა:

  • უსაფრთხო აბორტის მეთოდებსა და საქართველოში ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის შეფასება;
  • უსაფრთხო აბორტის მომსახურების შეფასება და ხარისხის შემოწმება საქართველოში; ოჯახში არსებული პრაქტიკების შესწავლა;
  • ოჯახის დაგეგმვის შეფასება ათასწლეულის განვითარების მიზნებთან მიმართებით;

მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები. ჯანდაცვის ექსპერტი აქტიურად იყო ჩართული კვლევის რამდენიმე ეტაპზე.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 5 ფოკუს ჯგუფი რეპროდუქციული ასაკის ქალებთან საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულსა და მცხეთაში.

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, პირისიპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოიკითხა საქართველოში მოქმედი ის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, სადაც სთავაზობენ აბორტის მომსახურებას. სამედიცინო დაწესებულებები შეირჩა შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ მოწოდებული სიის საფუძველზე. ჯამში გამოიკითხა 200 რესპონდენტი.