Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC)
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC)
საქართველოს მოსახლეობის განწყობების/აღქმების/ხედვების კვლევა უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების შესახებ, 2023

საქართველოს მოსახლეობის განწყობების/აღქმების/ხედვების კვლევა უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების შესახებ, 2023

11 ივნ 2023

კვლევის მიზანს წარმოადგენდა პროექტის - „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადების ეფექტური ზედამხედველობით“ - ფარგლებში,  საქართველოს მოსახლეობის განწყობების/ აღქმების/ხედვების კვლევა ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა: უსაფრთხოების სექტორის დაფინანსება, ეროვნული საფრთხეები, უსაფრთხოების სექტორის საქმიანობა და ანგარიშვალდებულება; უსაფრთხოების სექტორის რეფორმირება; უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობა.

კვლევის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, გამოყენებული იქნა სოციოლოგიური კვლევის - როგორც რაოდენობრივი, ასევე, თვისებრივი - მეთოდები. თვისებრივი კვლევა წარიმართა ფოკუს-ჯგუფის და სიღმისეული ინტერვიუს მეთოდებით, ხოლო რაოდენობრივი კვლევა - პირისპირ (face-to-face) ინტერვიუს მეთოდით. რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 11-ვე რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სრულწლოვანი (18+ ასაკის) მოქალაქეები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში შერჩევითი ერთობლიობის მოცულობად განისაზღვრა 3430 რესპონდენტი, რაც, შერჩევის მთელი მოცულობისთვის, უზრუნველყო სტატისტიკურად სანდო შედეგები, შერჩევის 1.7%-იანი ცდომილების ფარგლებში. ამას გარდა, შერჩევა სტატისტიკურად რეპრეზენტატულია სხვადასხვა ჭრილში, ესენია: საქართველოს რეგიონების, ეთნიკური უმცირესობების, სქესის, ასაკის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის, ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, რელიგიური ჯგუფების ჭრილები.