Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის კვლევა, 2011

პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის კვლევა, 2011

9 დეკ 2011

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ - ს დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუმა, 2010 წელს, განახორციელა პროექტი საქართველოში პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების უფლებრივი მდგომარეობის კვლევის შესახებ.

კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

  • პაციენტების უფლებების შესახებ მათი ინფორმირებულობის დონის შესწავლა;
  • პაციენტების ლეგალური მდგომარეობა სამედიცინო პერსონალთან და ინსტიტუციებთან მიმართებაში;
  • პაციენტების საზოგადოებაში არსებული მდგომარეობის შესწავლა (პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების მიმართ საზოგადოების განწყობები, არსებული რესურსები, სხვ.).

გამოვლინდა კვლევის სამი მიზნობრივი ჯგუფი:

  • აივ ინფიცირებულები;
  • შიდსით დაავადებულები;
  • პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი სხვა ადამიანები.

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა თვისებრივი (ფოკუს ჯგუფები) და რაოდენობრივი (ანკეტირება, პირისპირ ინტერვიუ) მეთოდები. აივ/შიდსით ინფიცირებულთა ანონიმურობის დაცვის მიზნით, რაოდენობრივ კვლევაში გამოყენებულ იქნა ანკეტირება, მაშინ როცა სხვა პალიატიური მზრონველობის ქვეშ მყოფი პაციენტები გამოიკითხა პირისპირ მეთოდის გამოყენებით.

რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებამდე ჩატარდა სამი ფოკუს ჯგუფი. ფოკუს ჯგუფების ჩატარების მიზანი იყო:

  • პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების მდგომარეობის შეფასება ექსპერტების მიერ;
  • კვლევისათვის სანდო ინდიკატორების დადგენა, რომლებიც გამოყენებულ იქნა კითხვარის დიზაინში.

ფოკუს ჯგუფის შემადგენლობაში იყო:

  • სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც აქვს უშუალო შეხება პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებთან;
  • პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტები და მათი მეურვეები, რომლებიც იცნობენ პაციენტების სოციალურ გარემოს.
  • ექსპერტები, რომლებმაც შექმნეს პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების უფლებების დაცვის დოკუმენტები და ამ სფეროში მომუშავე პირები.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა ორ ეტაპად:

აივ/შიდსით ინფიცირებულ პაციენტთა ანონიმურობის დაცვის მიზნით საველე სამუშაოები ჩატარებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკულ ცენტრთან მჭიდროდ თანამშრომლობის საფუძველზე. აივ/შიდსით ინფიცირებულ პაციენტებთან მათი ანონიმურობის დაცვის მიზნით, სტრუქტურიზებულ კითხვარებს პაციენტებს აწვდიდა ცენტრის თანამშრომლები. სამედიცინო პერსონალი პაციენტებს აძლევდნენ ინსტრუქციებს კითხვარის შევსების წესებთან დაკავშირებით, ხოლო პაციენტები დამოუკიდებლად ავსებდნენ კითხვარებს, და დასრულების შემდეგ ათავსებდნენ მას წინასწარ დალუქულ ყუთში, რომელიც შენობის შუაში მდებარეობდა. საველე სამუშაოები ჩატარდა ოთხ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი და ქუთაისი. სულ გამოკითხულ იქნა 400 რესპონდენტი

 პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებთან გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით. პროექტის კოორდინატორისა და ანალიტიკოსის მიერ სუპერვაიზერებსა და ინტერვიუერებს ჩაუტარდათ ტრეინინგი. საველე სამუშაოები ხორციელდებოდა ან პალიატიურ ჰოსპისებში ან პაციენტების საცხოვრებელ ადგილას.

საქართველოს ოთხ რეგიონში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი და ქუთაისი) საველე სამუშაოები განახორციელა სამმა სუპერვაიზორმა და თექვსეტმა ინტერვიუერმა. სულ გამოკითხულ იქნა 674 რესპონდენტი.

საველე სამუშაოების ამ ნაწილის განხორციელების შემდგომ ჩატარდა საველე სამუშაოების ხარისხობრივი კონტროლი. შემდგომ მოხდა მონაცემების კოდირება, SPSS–ის პროგრამაში შეტანა, მონაცემთა ბაზის გაწმენდა და დამუშავება. შემდგომ ეტაპზე ექსპერტთან ერთად შეიქმნა კვლევის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც 2012 წელს გამოცემულ იქნა ფონდი „ღია სახოგადოება– საქართველოს“ მიერ. გარდა ამისა, 2012 წელს ჩატარდა კვლევის საბოლოო შედეგებისა და მიგნებების პრეზენტაცია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში.