Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ქალთა ინიციატივების მხარდაჭერი ჯგუფი
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
ქალთა ინიციატივების მხარდაჭერი ჯგუფი
საზოგადოების დამოკიდებულების შეფასება ლგბტი ადამიანებისა და მათი უფლებრი­ვი თანასწორობის მიმართ, 2015

საზოგადოების დამოკიდებულების შეფასება ლგბტი ადამიანებისა და მათი უფლებრი­ვი თანასწორობის მიმართ, 2015

25 დეკ 2015

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების დამოკიდებულების შეფასება ლგბტი ადამიანებისა და მათი უფლებრი­ვი თანასწორობის მიმართ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა რეკომენდაციებისა და გრძელ­ვადიანი სტრატეგიის შემუშავება ჰომო/ბი/ტრანსფო­ბიის დასაძლევად ქვეყანაში.

კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

  • ცოდნის შეფასება ჰომოსექსუალობის/ბისექსუ­ალობის/ტრანსგენდერობის შესახებ (წყაროების ჩათვლით);
  • დამოკიდებულების შეფასება ლგბტ ადამიანებისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ;
  • საზოგადოების ინფორმირებულობის შეფასება ქვეყანაში ლგბტ ადამიანთა მდგომარეობის შესა­ხებ (სამართლებრივი გარემო, ძალადობა, დისკ­რიმინაცია);
  • იმ გზების იდენტიფიცირება, რომელიც მიმართუ­ლი იქნებოდა ლგბტ ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ქვეყანაში.

 გამოკითხვის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ; კვლევის ინსტრუმენტი:

სტრუქტურირებული კითხ­ვარი;

შერჩევა: სამიზნე ჯგუფი: საქართველოს მოსახლეობა (18-65 წლის ასაკობრივი ჯგუფი); შერჩევის მოცულობა: 2 000 რესპონდენტი;

შერჩევის ცდომილება: 2.2%, 95%-იანი სანდოობის დონეზე;

შერჩევის ბაზა: საქართველოს ამომრჩეველთა სიები 2012 წლისათვის;

შერჩევის მოდელი: გამოყენებული იქნა მრავალსაფე­ხურიანი სტრატიფიცირებული (კლასტერული) შემთხ­ვევითი შერჩევა. პირველადი შერჩევის წერტილი იყო რეგიონები და თბილისი. რეგიონებში აირჩა ქალაქე­ბი/რაიონული ცენტრები და სოფლები. გამოკითხუ­ლი რესპონდენტების პროპორციულად განისაზღვრა შერჩევის წერტილების რაოდენობა. შერჩევის ერთ წერტილზე გამოიკითხა, საშუალოდ, 9 რესპონდენტი. შერჩევის წერტილებში ოჯახის შერჩევა განხორციელ­და ე.წ. „შემთხვევითი ხეტიალის” მეთოდით. ოჯახში რესპონდენტი შეირჩა კიშის ცხრილის საშუალებით. ინტერვიუთა რაოდენობა მოცემულია ქვემოთ მოყვა­ ნილ ცხრილში. შერჩევის ეს მოცულობები აღებულია იმ გაანგარიშებით, რომ გამოკითხვის შედეგები იყოს რეპრეზენტატული ასაკის, სქესის და ადგილმდებარე­ობის მიხედვით. კვლევაში გამოყენებული იყო ორი სახის კითხვარი.

ძირითადი კითხვარი შედგებოდა 5 ბლოკისაგან:

  •  სო­ციო-დემოგრაფიული მახასიათებლები (12 კითხვა);
  • ღირებულებითი და გეოპოლიტიკური ორიენტაცია (36 კითხვა)
  • ცოდნა, მითები და სტერეოტიპები ლესბო­სელებისა და გეების, სექსუალური ორიენტაციისა (19 43 კვლევის ინსტრუმენტები კითხვა) და ინფორმაციის წყაროების შესახებ (3 კითხვა);
  • კონტაქტი ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლებთან (6 კითხვა);
  • დამოკიდებულებები ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ (5 ბლოკი, 70 კითხვა);

ძირითად კითხვარს თან ერთვოდა ბარათი, რომელიც მოიცავდა შეკითხვებს რესპონდენტის სქესობრივი თვითიდენტიფიკაციის, ქცევისა და გამოცდილების შესახებ, რომელსაც რესპონდენტი დამოუკიდებლად ავსებდა და კონვერტში დალუქულს გადასცემდა ინ­ტერვიუერს.

თვისებრივი კვლევა

თვისებრივი კვლევის მიზანს წარმოადგენდა სექსუ­ალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის შესა­ხებ ცოდნისა და ინფორმაციის წყაროების შესწავლა, ლგბტ ადამიანთა მდგომარეობის შესახებ ინფორმი­რებულობის შეფასება, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების შეფასება და ლგბტ ადა­მიანთა მიმართ ნეგატიური განწყობების შემცირების შესაძლო გზების შესახებ ინფორმაციის მოგროვება/ შესწავლა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში სულ ჩატარდა 8 ფოკუს-ჯგუფი და ჩაიწერა 3 ინტერვიუ. 3 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა რეგიონებში არასამთავრობო ორ­განიზაციების მონაწილეობით, 5 ფოკუს-ჯგუფი კი – თბილისში: თითო-თითო პედაგოგებთან, ექიმებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებ­ თან, ლბ (ლესბოსელი და ბისექსუალი) ქალებთან და გბ (გეი და ბისექსუალი) კაცებთან. 3 ინტერვიუდან ერთი ჩაიწერა სახალხო დამცველის აპარატის თანამ­შრომელთან, მეორე – ახალგაზრდა იურისტთა ასოცი­აციის იურისტთან, მესამე – სოც. მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელთან. სამწუხაროდ, აღნიშნული კვლე­ვის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, ვერ მოხერხდა პოლიციის თანამშრომლებთან ფოკუს-ჯგუფის ჩატა­რება.