Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ქალთა საინფორმაციო ცენტრი
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
გენედრული თანასწორობის მიმართ ატიტუდები თინეიჯერებში, 2015

გენედრული თანასწორობის მიმართ ატიტუდები თინეიჯერებში, 2015

10 ივლ 2015

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ის(WIC) დაკვეთით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების დამოკიდებულებებისა და განწყობების შესწავლა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ.

კვლევამ მოიცვა 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის I და II ვარიანტების საგამოცდო ტესტებში გენდერული თანასწორობის თემაზე შეტანილი დავალებების პასუხები.

კლლევის მიზნის მსიაღწევად  გამოყენებული იქნა კომბინირებული კონტენტანალიზის მეთოდი (როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კონტენტანალიზი).

კონტენტანალიზისთვის შეიქმნა კოდირების ანკეტა. მის მიზანს წარმოადგენდა აბიტურიენტთა ნაშრომებიდან ისეთი ცვლადების გამოყოფა, რომელიც შეიძლება, თვისებრივად ან რაოდენობრივად გაანალიზდეს. რაოდენობრივი მასალის სტატისტიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ის 2013 წლის აბიტურიენტთა ნაკადისთვის რეპრეზენტატულია.

სულ გაანალიზდა 1706 ნაწერი. კვლევაში თითქმის თანაბრად იქნა გამოყენებული ვარიანტის, ქულისა და ავტორის სქესის მიხედვით განსხვავებული ნაწერები. ნაწერები რეპრეზენტატული არის სქესის და მიღებული ქულის მიხედვით.

თითქმის თანაბარი რაოდენობით არის წარმოდგენილი ნაწერები 10 რეგიონიდან და თბილისიდან. ნაწერები რეპრეზენტატული იყო თითოეული რეგიონის აბიტურიენტებისთვის და აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოსთვის.