Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ქალთა საინფორმაციო ცენტრი
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
პანკისის მოსახლეობის დამოკიდებულებების სესწავლა გენდერული თანასწორობის და გენდერული ძალადობის მიმართ, 2014

პანკისის მოსახლეობის დამოკიდებულებების სესწავლა გენდერული თანასწორობის და გენდერული ძალადობის მიმართ, 2014

10 ოქტ 2014

კვლევის მიზანი იყო პანკისის ხეობის მოსახლეობის დამოკიდებულებების, ატიტუდებისა და განწყობების შესწავლა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, ქონებრივი ურთიერთობები, სამართლებრივი პრობლემები, ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ. კვლევა მოიცავდა როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ კვლევას.

თვისებრივი კვლევა  განხორციელდა ფოკუს-ჯგუფის (ჯგუფური დისკუსიის) და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, რომლებიც ჩატარდა პანკისის ხეობაში. თვისებრივი კვლევის მიზანი იყო იმ ინდიკატორების გამოვლენა, რომელთა საფუძველზეც მოხდა რაოდენობრივი კვლევის კითხვარის დიზაინი. სულ ჩატარდა 4 ჯგუფური დისკუსია შემდეგი შემადგენლობით 

რაოდენობრივი კვლევის ფუნქცია იყო პანკისის ხეობის მოსახლეობის (18 წლის და მეტი) დამოკიდებულების რეპრეზენტატული შესწავლა სხვადასხვა სოციალური პრობლემის მიმართ. სულ გამოიკითხა 217 რესპონდენტი. რესპონდენტები შეირჩნენ სოფლების მიხედვით. 

მონაცემების დამუშავება და ანალიზი: თავდაპირველად მოხდა საველე სამუშაოების შედეგად შევსებული კითხვარების კოდირება და ფორმალიზაცია. შემდეგ განხორციელდება მონაცემების კომპიუტერში შეტანა. ფაილის “გაწმენდის” შემდეგ, მონაცემები დამუშავდა SPSS კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში. დამუშავებისა და ანალიზისას გამოყენებული იქნება უნივარიაციაული, ბივარიაციული და მულტივარიაციული ანალიზის ისეთი მეთოდები, როგორიცაა სიხშირული (ერთგანზომილებიანი) განაწილება, ცენტრალური ტენდენციის მაჩვენებლები, კორელაციური ანალიზი, რეგრესია და სხვ. კვლევის ბოლო ეტაპზე მოხდა საბოლოო ანგარიშის შექმნა.