Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
რეგიონალური ტელევიზიების მაყურებელთა განწყობების კვლევა, 2011

რეგიონალური ტელევიზიების მაყურებელთა განწყობების კვლევა, 2011

23 დეკ 2011

2011 წლის დეკემბერში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველო“–ს დაკვეთით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა განახორციელა ვებ–გვერდის და ორი მედია საშუალების სამი პროგრამის მომხმარებელთა განწყობების კვლევა. თვისებრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით მოხდა რადიო „უცნობის“ ორი პროგრამის ‘პოლიტბიუროსა’ და ‘თავისუფალი სიტყვის’ მსმენელთა დამოკიდებულებების შესწავლა. პროექტის ფარგლებში სულ ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი.

ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა შერჩევა მოხდა ძირითადად „თოვლის გუნდის“ პრინციპით, თუმცა დაცული იყო განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფდა ჯგუფის შემადგენლობის ჰომოგენურობას. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი–გზამკვლევი (Guide), რომელიც შეადგინა ანალიტიკოსმა. გზამკვლევი შედგებოდა თემების ჩამონათვალისგან. ისინი მოდერატორის (დისკუსიის წამყვანის) მიერ გამოიყენებოდა როგორც ძირითადი ორიენტირები. ფოკუს ჯგუფების ხანგრძლივობა საშუალოდ იყო საათნახევარი. რომელიც ჩაიწერა ვიდეოფირზე და აუდიო ფორმატით. მოხდა ჩაწერილი მასალის გაშიფრვა (შედგა ტრანსკრიპტი) და ანალიზი.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა „ბოლნისი TV–ს“ გადაცემა „მოამბის“ მაყურებელთა განწყობების შესწავლა. ჩატარდა ჯგუფური დისკუსია. ფოკუს ჯგუფის მონაწილები შეირჩნენ ძირითადად „თოვლის გუნდის“ პრინციპით, თუმცა დაცული იყო განსაზღვრული კრიტერიუმები. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა ფოკუს ჯგუფების სახელმძღვანელო. ჯგუფური დისკუსია გაგრძელდა საათნახევარი და ჩაიწერა აუდიო-ვიდეოს საშუალებით, რომელიც შემდგომ გაიშიფრა და მომზადდა ანალიტიკური ანგარიში.

მესამე მედია საშუალება, რომლის იმიჯის კვლევა განხორციელდა, იყო ვებ–გვერდი Democracy & Freedom  Watch. ვებ–გვერდის მომხმარებლები მოიძებნა სოციალური ქსელის (Facebook) მეშვეობით. მკვლევრები დაუკავშირდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში ვებ-გვერდის ფეისბუქ გვერდი ჰქონდათ მოწონებული, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ადამიანი მეტ–ნაკლებად იცნობდა აღნიშნულ ვებ-გვერდს. მომხმარებლებთან დაკავშირებამდე შეიქმნა რეკრუტირების გაიდი, სადაც გაწერილი იქნა რამდენიმე კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შერჩეულიყვნენ ფოკუს ჯგუფების მონაწილეები. რეკრუტირების გაიდის მეშვეობით ფოკუს ჯგუფის შემდაგენლობა იყო ჰომოგენური. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი–გზამკვლევი (Guide), რომელიც შეადგინა ანალიტიკოსმა. სულ ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი, დისკუსიის ხანგრძლივობა იყო საათნახევარი. მოხდა დისკუსიის აუდიო და ვიდეო საშუალებებით ფიქსაცია. კვლევის ბოლო ეტაპზე მოხდა მიღებული შედეგების ანალიზი.