(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუმა, სააფთიაქო ქსელის - PSP -ს დაკვეთით ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო თბილისის მოსახლეობისა და ექიმების თვალსაზრისების სოციოლოგიური შესწავლა სააფთიაქო ქსელების პრობლემებთან დაკავშირებით.
სოციოლოგიური გამოკვლევის ტიპი: რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკვლევა.
კვლევის მეთოდი: სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდით, კერძოდ, პირისპირ (ფაცე ტო ფაცე) ინტერვიუს ფორმის გამოყენებით.
კვლევის საგანი: სოციოლოგიური კვლევა ითვალისწინებდა ქ. თბილისის მოსახლეობის და ექიმების ატიტუდების შესწავლას სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებით.
რესპონდენტების ატიტუდების შესწავლა განხორციელდა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
• სააფთიაქო მომსახურებით სარგებლობა და მედიკამენტების მოხმარების სიხშირე.
• მედიკამენტების მყიდველი; მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯები; სხვა პროდუქცია, რომელსაც აფთიაქებში იძენენ.
• ქსელური და არაქსელური აფთიაქები _ უპირატესობები და ნაკლოვანებები.
• სააფთიაქო ქსელების (ავერსი, პსპ, ჯი პი სი) ზოგადი შეფასება და რეკლამირებულობა.
• სააფთიაქო ქსელების შეფასება კონკრეტული პარამეტრების მიხედვით.
• სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებული უარყოფითი შემთხვევების პრაქტიკა.
• დადებითი ეპითეტები ამა თუ იმ სააფთიაქო ქსელისათვის.
• სააფთიაქო ქსელების იმიჯური მახასიათებლები და სასურველი მომსახურება.
• ექიმების თანამშრომლობა სააფთიაქო ქსელებთან
კვლევის ობიექტი: სოციოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა:
• ქ. თბილისის 10 რაიონის საარჩევნო ასაკის მქონე (18 წლის და ზემოთ) მოსახლეობაში.
• ქ. თბილისში არსებული სამედიცინო დაწესებულებების (საავადმყოფოები, პოლიკლინიკები) სხვადასხვა პროფილის (სპეციალიზაციის) ექიმებში.
შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა შეადგენს:
• მოსახლეობისათვის _ 600 რესპონდენტს;
• ექიმებისათვის _ 400 რესპონდენტს.
მონაცემების სტატისტიკური ანალიზი განხორციელდა (შPშშ 11.0) კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ანალიზისას გამოყენებულ იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა მონაცემების დაჯგუფება და ტიპოლოგიზაცია, კორელაციური ანალიზი, რეგრესიული ანალიზი და სხვ.
საველე სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ინტერვიუერმა, რომელთაც აქვთ სოციოლოგიურ კვლევებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. მათ ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი კითხვარის სპეციფიკის გათვალისწინებით.