Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საქართველოს სამოქალაქო განათლების ასოციაცია (GACE)
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
საქართველოს სამოქალაქო განათლების ასოციაცია (GACE)
დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება სასკოლო გარემოში, 2022

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება სასკოლო გარემოში, 2022

11 ივნ 2023

კვლევის მიზანს წარმოადგენდა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან დაკავშირებით მასწავლებელთა წინაშე არსებული საჭიროებების და გამოწვევების გამოვლენა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოიყო შემდეგი ამოცანები:

  • დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ ინფორმირებულობის დონის შეფასება
  • დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ საინფორმაციო წყაროების განსაზღვრა
  • სხვადასხვა სიტუაციაში მასწავლებელთა გადაწყვეტილების/ქცევის შეფასება
  • შიდასასკოლო დონეზე დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შეფასება
  • დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების საგაკვეთილო პროცესში რეალიზებასთან დაკავშირებული ბარიერებისა და გამოწვევების შესახებ მასწავლებელთა შიდასასკოლო დონეზე ორგანიზებული შეხვედრების გამოცდილების შეფასება

კვლევის მიზნისა და ამოცანების შესასწავლად გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდები, კერძოდ ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა თელავისა და გორის მუნიციპალიტეტში (მათ შორის სოფლებში) არსებული სკოლების სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. სამიზნე ადგილმდებარეობები განისაზღვრა, ერთი მხრივ, სასაზღვრო ზოლთან სიახლოვით (გორის შემთხვევა), ხოლო, მეორე მხრივ, ეთნიკური/რელიგიური მრავალფეროვნებით (თელავის შემთხვევა). სულ კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 სიღრმისეული ინტერვიუ და 8 ფოკუს-ჯგუფი.