Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
საზოგადოების აზრის კვლევა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, 2018

საზოგადოების აზრის კვლევა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, 2018

12 იან 2018

კვლევის მიზანი იყო ახალი საპენსიო რეფორმის პროექტების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა; იმის დადგენა, თუ რამდენად პასუხობს ახალი საპენსიო სისტემა მოქალაქეების სოციალურ–პოლიტიკურ, ღირებულებით და სახელმწიფოებრივ პოზიციას.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე, ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, რომლის ამოცანებია:

  • ახალი საპენსიო სისტემის ძირითადი პარამეტრების მიმართ (დაგროვებითი საპენსიო სქემის შემოღება, მასში მონაწილეობა, მისი მართვა, დაგროვილი პენსიით სარგებლობა,  სოიდარობის ფონდის ინიცირება და ა.შ.) საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების შესწავლა;
  • საპენსიო სისტემის რეფორმის პროექტის შეფასება სხვადასხვა სოციალურ–დემგრაფიული მახასიათებლების მიხედვით (ასაკი, შემოსავალი, დასაქმების სტატუსი) გამოყოფილ ჯგუფებში;

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის ობიექტს შეადგენს საქართველოს (თბილისი და ყველა რეგიონი) მოსახლეობა, რომელთა ასაკი 18 წელი და მეტია.

შერჩევის ჩარჩოდ გამოვიყენეთ საარჩევნო სიები (ამომრჩეველთა რაოდენობა) და სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები (დემოგრაფიული მონაცემები).

შერჩევის საბოლოო მოცულობა განისაზღვრა 1000 რესპონდენტით. შერჩევის ეს მოცულობა საკმარისია იმისთვის, რომ მივიღოთ რეპრეზენტატული მონაცემები შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების მასშტაბით:

  • საქართველოს მოსახლეობა
  • ასაკობრივი ჯგუფები (18–34 წწ.; 35–54წწ.; 55 და მეტი წლის)
  • დასაქმებულის სტატუსით გამოყოფილი ქვეჯგუფები
  • შემოსავლის სტატუსით გამოყოფილი ქვეჯგუფები

 გამოვიყენეთ სამსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა:

  • პირველ საფეხურზე მოხდა საარჩევნო ოლქების შერჩევა. თბილისის შემთხვევაში პირველი საფეხური მოიცავდა ყველა საარჩევნო ოლქს, ხოლო რეგიონებში შერჩევა განხორციელდა შემთხვევითი შერჩევის გზით;
  • მეორე საფეხურზე შეირჩა საარჩევნო უბნები, შემთხვევითი შერჩევის გზით; 
  • მესამე საფეხურზე ოჯახებში შეირჩა რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით (კერძოდ, კიშის ცხრილს გამოყენებით).

კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენეთ სტრუქტურირებული კითხვარი, რომელიც ძირითადად დახურულ და ნახევრად დახურულ შეკითხვებს მოიცავდა.

კითხვარმა დაფარა შემდეგი საკთხები/თემები:

  • ინფორმირებულობა პენსიის ოდენობების და საპენსიო ასაკების შესახებ;  
  • საპენსიო სისტემის ინფორმირებულობის თვითშეფასება.
  • დამოკიდებულება მოქმედი საპენსიო სისტემის მიმართ
  • საპენსიო სისტემის რეფორმის პროექტების შესახებ ინფორმირებულობა
  • არსებული საპენსიო სისტემის ცვლილება
  • დაგროვებითი საპენსიო ფონდის მიმართ დამოკიდებულება
  • სოლიდარობის ფონდის მიმართ დამოკიდებულება
  • საპენსიო უზრუნველყოფის ალტერნატიული მექანიზმების მიმართ დამოკიდებულება
  • საპენსიო ფონდის პირობებში საპენსიო ასაკის ცვლილება

და ა.შ.კვლევის ინსტრუმენტის შემუშავების შემდგომ მოხდა მისი პილოტირება. პილოტირების შედეგების საფუძველზეც ჩასწორდა კითხვარში არსებული ლაფსუსები.

კითხვარის საბოლოო ვერსია ჩაიტვირთა პლანშეტურ კომპიუტერებში (ODK პროგრამის ბაზაზე).

მონაცემთა შეგროვება მოხდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით. ინტერვიუები ჩატარდა რესპონდენტთა საცხოვრებელ ბინებში/სახლებში. საველე სამუშაოები გრძელდებოდა 2 კვირის განმავლობაში. საველე სამუშაოების პარალელურად ჩატარდა ველის კონტროლი. საველე კონტროლს დაექვემდებარა ინტერვიუთა საერთო რაოდენობის 10%.

 მონაცემების დამუშავება მოხდა სოციალურ მეცნიერებათა სტატისტიკური პროგრამის (SPSS) ბაზაზე. თავდაპირველად განხორციელდა მონაცემების გაწმენდა და შეწონვა, შემდეგ მონაცემთა დამუშავება განხორციელდა ისეთი უნივარიაციული და ბივარიაციაული მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა ერთგანზომილებიანი სიხშირული განაწილება, ცენტრალური ტენდენციების საზომები, კორელაციური ანალიზი, წერტილთა გაბნევის დიაგრამა და სხვა.