(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანი იყო საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესწავლა და მათი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების გამოვლენა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები საერთაშორისო დაცვის მქონე ლტოლვილების კეთილდღეობის ამაღლებაზე მიმართული აქტივობების განხორციელებას და მათი სოციალიზაცია-ადაპტაციის პროცესს.
კვლევის ამოცანებს შეადგენდა:
კვლევის მეთოდოლოგია
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების და პროფსიული უნარ-ჩვევების შესწავლის და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების გამოვლენის მიზნით განხორციელებული კვლევისთვის ჩამოყალიბებული ამოცანების მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანი იყო რესპონდენტებისგან ისეთი ინფორმაციის მიღება, რაც უშუალოდ მათ წარსულ ან ახლანდელ საქმიანობას შეეხებოდა. რესპონდენტების ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების გასაგებად აუცილებლად მივიჩნიეთ ისეთი საკითხის დადგენა, როგორიცაა რესპოდენტის განათლება, ამჟამინდელი შრომითი საქმიანობა, დასაქმების სფერო და იყო თუ არა რესპონდენტის მხრიდან სამსახურის შოვნის მცდელობა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. ასევე, კვლევისთვის მეტად საინტერესო იყო იმის დადგენა, არის თუ არა ლტოლვილი ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში საქართველოში და შეძლებდნენ თუ არა რესპონდენტები საკუთარი სამეწარმეო ინიციატივის განხორციელებას თანადაფინანსების შემთხვევაში. კვლევის ფარგლებში ამ ინფორმაციის მოპოვება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ საქართველოში მცხოვრები საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ეკონომიკური მდგომარეობის ხარისხი. ასევე, საინტერესო იყო იმის გაგება, ლტოლვილები საქართველოში თუ იყვნენ ან არიან დასაქმებულები და ვინ იყვნენ ან არიან დამსაქმებლები ეთნიკურად ქართველები, თუ ეთნიკურად არაქართველები. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმ სირთულეების და პრობლემების გამოვლენა, რომელთა დაძლევაც უწევთ ლტოლვილებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.