Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ეროვნული ცენტრი
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ეროვნული ცენტრი
სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულებების შესწავლა, 2015

სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულებების შესწავლა, 2015

8 ოქტ 2015

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუმა, სტრატეგიული კვლევებისა და  განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ურბანული ცენტრების მომხმარებელთა საჭიროებებისა და დამოკიდებულებების შესწავლა ისეთი მომსახურებების კონტექსტში, როგორებიცაა:

1. კვებასთან დაკავშირებული მომსახურება;

2. კომუნალური მომსახურება;

3. ტრანსპორტის და ბენზინ/გაზგასამართი სადგურების მომსახურებს;

4. არასასურსათო სამომხმარებლო პროდუქტების მიწოდება;

ამასთან ერთად, კვლევა ითვალისწინებდა რეკლამის გავლენის შესწავლას პროდუქტის/მომსახურების შესაძენად და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმ ნაწილის შეფასებას, რომელიც გულისხმობს შეთანხმებას ეროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

შერჩევა

სამიზნე ჯგუფი: საქართველოს ურნაბული ცენტრების მოსახლეობა.

შერჩევის ზომა: 1140 დასრულებული ინტერვიუ. ცდომილება მოცემული კვლევისთვის წარმოადგენს 2.9%-ს (95%-იანი სანდოობით).

შერჩევის ჩარჩო: 2013 წლის ამომრჩეველთა სია.

შერჩევის დიზაინი: მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა (MSCS), რაც გულისხმობს რეპრეზენტატული გეოგრაფიული ერთეულების შერჩევას. გეოგრაფიულ ერთეულებს ეწოდება შერჩევის პირველადი ერთეულები (PSUs). შერჩევის პირველად ერთეულებს წარმოადგენდნენ ურბანული ცენტრები საქართველოში. კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე (კერძოდ, სხვადასხვა პროდუქტები და მომსახურება დიდ ქალაქებში მცხოვრები მომხმარებლებისათვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სოფლად) გადაწყდა გამოკითხვის ჩატარება თბილისში და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში. ამასთან, შერჩევის მოცულობები განისაზღვრა იმ გაანგარიშებით, რომ მიღებულიყო რეპრეზენტატული მონაცემები საქართველოს, თბილისის, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით. შერჩევის საბოლოო ერთეულს (FSU) წარმოადგენდა რესპონდენტი (ასაკი - 18+ წელი).

ინტერვიუების განაწილება: 1140 ინტერვიუ გადანაწილდა 11 თვითმმართველ ქალაქზე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.