(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩაატარა პანელური კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით. როგორც 2016 წელს ჩატარებულ კვლევაში, 2018 წელსაც სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობა (18+ ასაკის) კერძოდ, ქალაქ თბილისისა და ქუთაისის და ასევე, ზუგდიდის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.
კვლვაში მონაწილეობა მიღო სამმა სხვადასხვა კატეგორიამ რესპონდენტებისა:
1. ძველი შინამეურნეობა და იგივე რესპონდენტი (გამოიკითხა 2036)
2. ძველი შინამეურნეობა და ახალი რესპონდენტი (გამოიკითხა 31)
3. ახალი შინამეურნეობა და ახალი რესპონდენტი (გამოიკითხა 1166)
სულ გამოიკითხა - 3 222 რესპონდენტი